ზოგადი და ბარიატრიული ქირურგი, გია მოსიაშვილი, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდის წევრია, ქირურგად უკვე 26 წელია რაც მუშაობს. გვიყვება, რომ მისი თაობის ექიმების მოღვაწეობა ემთხვევა მსოფლიოში სამედიცინო ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას, რაც მუდმივად უბიძგებს მათ დანერგონ მკურნალობის ახალი მეთოდები, შეისწავლონ ახალი ტიპის ოპერაციები. გია მოსიაშვილი 2014 წლიდან ევროპის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის წევრია. სისტემატურად მონაწილეობს ამ ორგანიზაციის ყოველწლიურ კონგრესებში. ზუსტად აქ მიიქცია მისი ყურადღება კონგრესების პროგრამაში წლიდან წლამდე მორბიდული სიმსუქნის ოპერაციულ მკურნალობასთან დაკავშირებული თემატიკის მუდმივმა ზრდამ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სექტემბრის თვეში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ექსკლუზიური პირობა მოქმედებს. ბარიატრიული ოპერაციები სპეციალური პირობით – განსაკუთრებულად დაბალ ფასად ტარდება. პაციენტებს ასევე შეუძლიათ გაიარონ კონსულტაცია გია მოსიაშვილთან, რაც ასევე უფასოა სექტემბრის ბოლომდე.
გია მოსიაშვილი, გვიყვება, რომ მორბიდული სიმსუქნის კუთხით, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანაც არაა გამონაკლისი – საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ერთხელ მაინც დამდგარა ზედმეტი წონის პრობლემასთან. ფაქტია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ სიმსუქნე აღიარა ყველაზე დიდ არაინფექციურ ეპიდემიად. სწორედ ამიტომ, შემდეგ წლებში ცდილობდა გაეღრმავებინა ამ მხრივ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებში. ბარიატრიული ქირურგის თქმით, მისი პაციენტები არ არიან მსუბუქი პაციენტები როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ხშირად მათ აქვთ ერთი ან რამდენიმე თანმხლები დაავადება, წინასაოპერაციო მომზადება დაკავშირებულია სრულ კლინიკურ, ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებთან. საოპერაციო გუნდი მკურნალობის ყველა ეტაპზე უნდა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული და მაღალკვალიფიციური. ეს ყველაფერი განაპირობებს კარგ პოსტოპერაციულ შედეგებს.
გია მოსიაშვილი:
–ექიმისთვის ყველაზე დიდი ჯილდო, ჩემი აზრით, კმაყოფილი პაციენტია. აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ სიმსუქნის საწინააღმდეგო ოპერაციები არის მაღალ დანახარჯებთან დაკავშირებული ოპერაციები, რაც განაპირობებს მათ მაღალ ფასს. ექიმისთვის ძალიან რთულია, როცა პაციენტს ესაჭიროება ოპერაცია და ის უსახსრობის გამო ვერ ახერხებს მკურნალობის გაგრძელებას. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ მხრივ ეს თვე გამონაკლისია, ჩემთან სექტემბერში კონსულტაცია უფასოა და კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” ბარიატრიული ოპერაციები განსაკუთრებულად დაბალ ფასად ტარდება.
–რა არის მორბიდული სიმსუქნე და როგორია მისი რისკები? რა დაავადებებს იწვევს და რამდენად საშიშია ჯანმრთელობისათვის?
–დღეისათვის ადამიანის მასის დასახასიათებლად გამოიყენება ტერმინი – სხეულის მასის ინდექსი. მისი გამოთვლა მარტივია: ადამიანის სხეულის მასა უნდა გავყოთ მისი სიმაღლის კვადრატზე. მორბიდული სიმსუქნე არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს სხეულის მასის ინდექსი ორმოცს აღემატება. მორბიდული სიმსუქნე დასაწყისშივე ახდენს გავლენას ორგანიზმის ძირითად ფიზიკურ ფუნქციებზე, მაგალითად როგორიცაა სუნთქვა ან სიარული. არტერიული წნევის მატების გამო მაღალია გულის კუნთის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკი. შემდგომში თავს იჩენს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ობსტრუქციული ძილის აპნოე, ოსტეოართრიტი, გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება, უნაყოფობა. სამწუხაროდ, მორბიდულად მსუქან პაციენტებში ძალიან მაღალია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკიც. სიმსუქნესთან დაკავშირებული კიდევ ბევრი თანმხლები დაავადების ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ჩივილებთან ერთად პაციენტებისგან ხაზგასმით აღინიშნება ცხოვრების ხარისხის დაბალი დონე.
–როგორ დგინდება არსებობს თუ არა ქირურგიული ჩარევის საჭიროება?
–როგორც უკვე აღვნიშნეთ, მორბიდული სიმსუქნეზე ვსაუბრობთ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40 კგ/მ2-ს, რაც ოპერაციული მკურნალობის ჩვენებაა. თანმხლები დაავადებების დროს ბარიატრიული ოპერაციის ჩვენება 35 კგ/მ2-დან იწყება, ხოლო მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში სხეულის მასის ინდექსი საკმარისია იყოს 30 კგ/მ2.
–ბარიატრიული ქირურგია საკმაოდ ვრცლადაა წარმოდგენილი „ნიუ ჰოსპიტალსში“, როგორც ვიცი, სლივ-გასტრექტომია, გასტროშუნტირება და მინი გასტროშუნტირება – რა განსხვავებაა ამ ოპერაციებს შორის და რა დადებითი მხარეები და რისკები ახლავს?
–ბარიატრიული ქირურგია ოპერაციის საშუალებით ცდილობს შეამციროს პაციენტის ზედმეტი წონა. ბარიატრიული ქირურგიის განვითარების განმავლობაში ოპერაციების ბევრი მოდიფიკაცია იქნა ნაცადი, თუმცა ბევრი მათგანი დღეს აღარც გამოიყენება არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. დღეისათვის ბარიატრიულ ქირურგიაში ძირითადად ორი ტიპის ოპერაციები კეთდება – მხოლოდ კუჭის დაპატარავების და კუჭის დაპატარავებას დამატებული წვრილი ნაწლავის დამოკლება. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, პირველი ტიპის ბარიატრიული ოპერაციაა სლივ–გასტრექტომია, ხოლო მეორე ტიპის ოპერაციებს ეკუთვნის კუჭის შუნტირების ოპერაციები. სლივ-გასტრესტომიის დროს კუჭის გამობურცული ნაწილის ამოკვეთით ხდება კუჭის მოცულობაში 8-9-ჯერ დაპატარავება. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ პაციენტმა შეამციროს მიღებული საკვების დოზები და აკონტროლოს კალორიები. სლივ–გასტრექტომიის შემდეგ პაციენტები იკლებენ ზედმეტი წონის 70 პროცენტს. სხეულის ახალი წონა ყალიბდება ოპერაციიდან 6 თვიდან 2 წლამდე შუალედში. შუნტირების, იგივე კუჭის ბაიპასის ტიპის ოპერაციების დროს კუჭის დაპატარავებასთან ერთად ხდება საჭმლის მონელების პროცესიდან წვრილი ნაწლავის დასაწყისის გამოთიშვა. სხვადასხვა ტიპის ოპერაციების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი არ იქნებოდა სწორი, რადგან ყველა ოპერაციას აქვს თავისი ჩვენება. ყველა პაციენტს ესაჭიროება ინდივიდუალური შეფასება და სწორი ოპერაციის შერჩევა. რაც შეეხება რისკებს, აქ უნდა აღინიშნოს ლაპაროსკოპიული მეთოდების, ასევე, პაციენტის ინტენსიური მოვლის განვითარების პარალელურად ოპერაციული და პოსტოპერაციული გართულებების რისკი მკვეთრად შემცირდა და თითქმის გაუტოლდა სხვა მუცლის ღრუს ოპერაციების რისკებს.
–ბარიატრიული ქირურგიის შედეგები – როგორ შეიძლება მორბიდულ სიმსუქნესთან ბრძოლა ბარიატრიული ქირურგიით და რა შედეგები აქვს ამ ოპერაციებს? რამდენ ხანშია შედეგი და არსებობს თუ არა შემთხვევა, როცა შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს შედეგი?
–ყველა ბარიატრიული ოპერაციის მიზანი, რა თქმა უნდა, პაციენტის წონის კლებაა. ბარიატრიულმა და მეტაბოლურმა ქირურგიამ დაამტკიცა, რომ დღეს რჩება მორბიდულ სიმსუქნესთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად. მორბიდულად მსუქანი პაციენტი ოპერაციის წინ გადის იტარებს მრავალმხრივ კლინიკურ და ლაბორატორიულ კვლევებს. აგრეთვე, იმყოფება მულტიდისციპლინარული გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ. ქირურგის, ენდოკრინოლოგის, თერაპევტის, კარდიოლოგის, ფსიქოლოგის მიერ ზუსტად უნდა შეფასდეს პაციენტი და სწორად განისაზღვროს ოპერაციული ჩარევის ვადები და მეთოდები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი აცნობიერებდეს ოპერაციული მკურნალობის არსს და ოპერაციის შემდეგ იცავდეს ჯანმრთელი ცხოვრების წესს. ოპერაციის შემდეგ ახალი წონა ყალიბდება 6 თვიდან 2 წლამდე შუალედში. პაციენტები საშუალოდ კარგავენ ზედმეტი წონის 70-80 პროცენტს. კლება აქვს ყველა პაციენტს. ოპერაციის შედეგი არადამაკმაყოფილებლად ითვლება თუ პაციენტმა დაიკლო ზედმეტი წონის მხოლოდ 50 პროცენტი.
–რომელი იყო, ამ ოპერაციებს შორის ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი?
–ყოველთვის დასამახსოვრებელია პირველი პაციენტი, რომელიც ამ შემთხვევაში იყო ჩემი მეგობარი და მისი ნდობა ძალიან ბევრს ნიშნავდა. ის წლების განმავლობაში მთხოვდა, რომ შემესწავლა ბარიატრიული ოპერაციები და ის ყოფილიყო პირველი პაციენტი. ასეც გამოვიდა…
კომენტარები