მამა პეტრე კოლხი:
,,ასეთი პოსტის დაწერია არასწორია”- ბავშვობაში, უფროსებისგან თქმული გამახსენდა, როცა კითხვებზე პასუხი არ ჰქონდათ-,,არ შეიძლება ეს კითხვა რომ დასვა”…
რაც გაინტერესებს, უნდა იკითხო… არასწორი ის არის, როცა ადამიანს კითხვის დასმას, აზრის გამოხატვას უკრძალავ…. როცა აიძულებ, საზოგადოებრივი შეხედულება ბრმად მიიღოს… მარტო უფლება არა, მოვალეობაც არის, გაუგებრობა გაფანტო და ინფორმაცია ამოწურო… მაგრამ ეს ხომ ჩვენს საზოგადოებაში ძალიან შეუძლებელია!…
რა შემზარავია აგრესიის ყურება…
აცრილებო, სხვებიც რიგში დგანან და აუცილებლად აიცრებიან, მაგრამ ოდნავ მეტი ლმობიერება გამოავლინეთ…
ვირუსზე მეტად ამხელა სიძულვილი და მრისხანება კლავს!..
უფალმა უშველოს ყველა აგრესორს და უტაქტოს… გული სიყვარულით, გონება სინათლით აუვსოს!..”
კომენტარები