საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია–შავგულიძე:
“გუშინ ერთმა ამერიკელმა ჩემს შეკითხვაზე, თუ რაზე დგას საქართველოს უსაფრთხოება, მიპასუხა, რომ ის დგას “ქართული ოცნების” მიერ არჩეულ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკაზე. ადრე გითხარით, რომ ომის დაწყებამდე პირველი, ვინც ამერიკელებს გაახსენდათ, საქართველო იყო და მის დასაცავად ქოცებს შეთავაზეს ნებისმიერი ტიპის და რაოდენობის შეიარაღება, როგორც თქვეს, გაანალიზეს რა საკუთარი შეცდომები და დამოკიდებულება 2008 წლის ომთან მიმართებაში.. და რაც მთავარია, ამერიკელებმა ამჯერად ანუ 2022 წლის შემოდგომაზე შეთავაზეს მთავრობას აქ, ჩვენთან ამერიკული ქვედანაყოფის განთავსება, რაც ცხადია, დაგვიცავდა NATO-ს და ევროკავშირის წევრობამდე რუსული აგრესიისგან. ეს თუ შემოგვასაღეს ქოცებმა “ომში ჩათრევად”, უბრალოდ წარმოვიდგინოთ რა დონის ღალატთან გვაქვს საქმე! ??♀️და კიდევ: რადგან დღეს მხოლოდ “რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა გვიცავს” გამოდის, რომ ქოცები მალე რუსეთს აბსოლუტურად ყველაფერს მისცემენ, რაც მოესურვებათ. აქედან მოდის “ახალი სატრანსპორტო ხაზები” კავკასიონიზე, ვაზიანის სამხედრო ბაზის სამოქალაქო აეროპორტად გარდაქმნა, აფხაზეთის რკინიგზის გახსნა და ასე და ასე შემდეგ!?♀️ ჩემი აზრით, ერთადერთი რაც გვიშველის ამ სიტუაციაში უკრაინის გამარჯვებაა და თან ისე, რომ ბუფერული ზონა შეიქმნას უკრაინის საზღვრების გარშემო, სადაც საქართველოც შევა. გუშინ საელჩოდან მოვედი აბსოლუტირად განადგურებული, განა არ ვიცოდი, უბრალოდ, ეს ყველაფერი თავში რომ დავალაგე გული გამისკდა. ამიტომ ვლოცულობ გამარჯვებისთვის და პუტინის რუსეთის ჩამოქცევისთვის ამ დამარცხების შედეგად! ????? ჩენს სამოქალაქო სექტორზე, ჩვენს ხალხზე და პოლიტიკოსებზე ასევე უამრავი რამაა დამოკიდებული.”
კომენტარები