მოძრაობა სირცხვილიას წევრი, შოთა დიღმელაშვილი:
“რა შეუძლია გააკეთოს ქართულ ოცნებას ახლა?
1. დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნები, რაც დაგვაახლოვებდა კანდიდატობის სტატუსთან
2. არაფერი შეცვალოს იმ იმედით, რომ პროტესტი გაილევა და დაუბრუნდებიან “ბიზნეს ეზ იუჟუალს”, რაც ნელ-ნელა დაგვაშორებს ევროპას
3. გადადგას პროაქტიური ნაბიჯები ევროპასთან დასაშორებლად და ამასთანავე გააკეთოს ეს ისე, რომ დიდი ელექტორალური ზიანი არ მიიღოს.
ჩინჩალაძის სააპელაციოში მეორედ დანიშვნა, აგრეთვე იმ სამი დეპუტატის გამოყოფა ოცნებიდან მკაფიო ნიშანია, რომ ოცნებამ აირჩია მესამე ვარიანტი, რომლის ნაწილიცაა ევროკავშირის დისკრედიტირება, “ფარდის ამხდელი” ჟირინოვსკებით.
მათი მოვალეობაა ევროკავშირის იმიჯი დააზიანონ, დაუკავშირონ ევროპა ათას სიბინძურეს, ომს და უბერურებას, შეამცირონ ევროინტეგრაციის მხარდაჭერა, რომ ოცნების ნაბიჯები რუსეთისკენ სახელისუფლებო პარტიის პოპულარობის ნაკლებ დანაკარგს უკავშირდებოდეს.
ვისაც ეს არ მოგწონთ, გელით 3 ივლისს, 8 საათზე, პარლამენტთან.”
კომენტარები