პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.
ყველაფერი კი 15 მაისს დაიწყო, როცა პრემიერმა თქვა, რომ 22 მაისს მოხსნის საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ უნდა დარჩეს გარკვეული შეზღუდვები, შესაბამისად – ჯარიმებიც, რადგან შეზღუდვის შეუსრულებლობა ჯარიმდება.
კანონპროექტის მიხედვით:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პირს არა აქვს მოითხოვოს ფიზიკური დასწრება პროცესზე, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ სხდომა დისტანციურად უნდა ჩატარდეს.
ყველა სხვა ცვლილება შედის ერთ კანონში – “კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და ეს ცვლილებებია:
განსაზღვროს იზოლაციის წესი (ვინ, სად, როდის და რამდენი ხნით განათავსოს)
საკარანტინო ღონისძიებები − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.
ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის,
პირთა მიმოსვლის,
საკუთრების,
შრომის,
პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის,
უკანონომიგრაციის/საერთაშორისო დაცვის,
ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას,
მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.
ე.ი. მთავრობა აპირებს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ჰქონდეს საშუალება, შეზღუდოს მიმოსვლა, გადაადგილება, საკუთრების, შრომის უფლება, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლება, შეკრების უფლება და არსად, კანონში არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები, რომ ამის უფლებას, მხოლოდ კოვიდ 19-ის პერიოდში იტოვებს. მართალია, ამ ცვლილებების შეტანის მიზეზად ასახელებს კოვიდს, მაგრამ კანონში არსადაა მოხსენიებული კონკრეტულად ერთი ვირუსი…
კერძოდ, რეგისტრაცია გაიარა 101-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.
„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, პროცესები უმართავი არ გახდეს” – ასეა კანონპროექტის მიღების მიზეზი განმარტებული.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები – დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, დიმიტრი მხეიძე, კობა ნაკაიძე.
კომენტარები