საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ა.წ. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.
13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00- საათზე, 14 ოქტომბერს კი წირვა -10:00 საათზე.
ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა.
აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ხვალ, 14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
კომენტარები