სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამ დილით ჩემი მოსაზრება გამოვთქვი ბოლო დროის წერილებზე და ვივარაუდე,რომ ამ ტიპის მოქმედებები ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობაში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას. ასევე ვივარაუდე, რომ ხომ არ არის ეს ირიბი დაფინანსება და ხელშეწყობა.
ეხლა დღის ბოლოს წავაწყდი ერთერთი ორშაურიანი პარტიის ინგლისურენოვან პეიჯს, სადაც წერენ რომ შიზოფრენიაა მმართველ პარტიაში და აშ…. რა შუაშია პარტია ჩემი აზრის გამოთქმა არ შემიძლია? არ ვიცი ეს მართლა ამ პარტიის არის,თუ არა გავარკვევ მაგას და ხვალ ვრცლად დავუბრუნდები ამ საკითხს, ეხლა მეტს არ დავწერ, მაგრამ ეს თუ მართლა მაგათია და თან ამას წერენ ინგლისურად:))) ხვალიდან ვიწყებ ამ უსუსურების გაფარჩაკებას, თან სამაგალითოდ, ილოცეთ რომ ფეიკი იყოს ორრუბლიანებო:)))”
სავარაუდოდ, საუბარია გოგაშვილის წინა პოსტზე, სადაც ის ამერიკელი კონგრესმენების წერილზე წერდა.
კომენტარები