ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“სარიუშ-ვოლსკის განცხადება, რომ იუშჩენკო 2008 წელს, საქართველოს მხარდაჭერის გამო მოწამლეს, არის ტყუილი. იუშჩენკო მოწამლეს 2004 წელს, 5 სექტემბერს, ვახშამზე – ეს არის ფაქტი. რაც შეეხება კაჩინსკის – ეს უკვე ინტერპრეტაციაა და დღემდე ასეთი ვარაუდი არავის გამოუთქვამს.
ასევე, რაც შეეხება სააკაშვილს – ესეც ინტერპრეტაციაა, რადგან ორგანიზმი მუშაობს თვითგანადგურების რეჟიმში თუ მოწამლულია – არ არის მეცნიერულად დადასტურებული. ამ
შემთხვევაში არა პოლიტიზებული ექიმების და სამედიცინო კვლევისა და ლიტერატურის საფუძველზე შეუძლიათ ოპონენტებს იდავონ.
ახლა ყველაზე მთავარი – ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი იყო 2008 წელს მთელი ევროპის სახელმწიფოების მმართველი ძალა და სულაც არ მახსოვს იმავე სირიუშ-ვოლსკის აღშფოთება ტალიავინის დასკვნაზე და არც იმაზე, რომ ამ პარტიის პენსიონერი ლიდერები პუტინის კორპორაციებში იყვნენ დასაქმებულები.
იმ ექვსი პრეზიდენტის თავდადება მახსოვს და მადლიერი ვარ. აი, სარიუშ-ვოლსკის პროტესტი მერკელი-პუტინის, სარკოზი-პუტინის, ბერლუსკონი-პუტინისა და თუნდაც ორბანი-პუტინის ძმაკაცობაზე არ მახსოვს.
პოლიტიკური კონიუნქტურის გამო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეფერხებას ამ დრომდე ვხედავ.
ასე, რომ ბატონო სარიუშ-ვოლსკის, ჩვენ განვითარებადი დემოკრატია კი ვართ (ეგეც საკითხავია), მაგრამ გამოსირებულები არ ვართ. და ისე, ამ ბიძინას რომ გადაგვაყოლეთ – ხომ არ ჰკითხავდით მაკრონს: ოლიგარქი თქვენი მოქალაქე, პრეზიდენტი თქვენი მოქალაქე და რა სირობას აკეთებს საფრანგეთი საქართველოში?
აქ მართლა დებილები კი არ ვართ ყველა, ამის დედა ვატირე.”
კომენტარები