იტალიაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კალაბრიის რეგიონში, 33 კილომეტრის სიღრმეში ღამის საათებში დაფიქსირდა. სეისმოლოგებმა საერთო ჯამში ათობით ბიძგი დააფიქსირეს.
მიწისძვრა დასახლებულ პუნქტებშიც იგრძნეს, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომენტარები