9 მაისს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, სხვა რუს მომღერლებთან ერთად თამარ გვერდწითელმაც იმღერა. გვერდწითელის გარდა კონცერტში მონაწილეობა მიიღეს, დიმა ბილანმა, ფილიპ კირკოროვმა, ოლეგ გაზმანოვმა, ნიკოლაი ბასკოვმა და სხვებმა.
გვერდწითელმა კონცერტზე კომპოზიცია Молитва რუსული სამხედრო ანსამბლის აკომპანირებით შეასრულა:
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, ძირითადად კრემლის მხარდამჭერი, რუსული ესტრადის ვარსკვლავები მღერიან.
ასევე, 6 მარტს კრემლის სასახლეში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. არტისტების თავდაპირველ ჩამონათვალში გვერდწითელიც იყო. თუმცა კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე მომღერალმა კრემლში გამოსვლაზე უარი თქვა.
კომენტარები