„ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ვაქცინით გამოწვეული პროთრომბოზური თრომბოციტოპენია. ეს არის დაავადება, რომელიც „ასტრაზენეკათი“ ასევე, კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინაციას ახლავს“, – განაცხადა ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას.
მისი თქმით, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში საქართველო იყო ის ქვეყანა, სადაც ანაფილაქსიური შოკით ადამიანი გარდაიცვალა. ამდენად, მან ისაუბრა კიდევ ერთ გართულებაზე, რომელიც იშვიათია, თუმცა თუ მოქალაქე ამის შესახებ ინფორმირებული იქნება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გარდაცვალების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
ღოღობერიძემ ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რის გამოც ვაქცინირებულმა ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.
„ვაქცინაციიდან 4 დღის შემდეგ თუ გექნებათ თავის ტკივილი და ის არ გიმსუბუქდებათ, ტკივილი უფრო და უფრო მძიმდება, რადგან თავის ქალადან სისხლი ვერ გამოდის, სისხლის შეგუბება ხდება, ქალის შიდა წნევა იზრდება.
თუ გექნებათ მუცლის მწვავე ტკივილი, არ იქნება ტკივილი გულმკერდში და გექნებათ სუნთქვის გაძნელება. ასევე, გექნებათ ფეხის გალურჯება, ესაა ის ნიშნები, როდესაც დაუყოვნებლივ მიქრიხართ კლინიკაში. თუ არ მიხვალთ, გარდაცვალების ალბათობა ძალიან მაღალია. კლინიკაში ეტყვით, ვაქცინა რამდენი დღის წინ გაიკეთეთ და გაქვთ ასეთი მდგომარეობა. უნდა უთხრათ, რომ არ გადაგისხან ჰეპარინი და არ გამოიყენონ თრომბოციტები. ამ ორის გარდა უნდა გამოიყენონ სხვა მედიკამენტები. ასევე, აუცილებლად უნდა იყოს მოძიებული ინტრავენური იმუნოგლობულინი“, – განაცხადა ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას.
კომენტარები