შესაძლოა “მთავარი არხის” დირექტორის პოსტი, ნიკა გვარამიამ დატოვოს. მის შემცვლელად კი “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი შაშკინი სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ, “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
“პრაიმტაიმის” თქმის, მას წყარო “ნაციონალური მოძრაობიდან” უყვება, რომ ეს გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ პირადად, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია პირველად ესმის: – “არა რა სისულელეა, არც ყოფილა მსგავსი საუბარი, არც რაიმე სახის შემოთავაზება,”- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
არსებულ ინფორმაციას “პრაიმტაიმთან” უარყოფს ნიკა გვარამიაც.
“რა შაშკინი ჩამანაცვლებს? ჩემთვის ეს უცნობი ამბავია,” – ამბობს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი.
“პრაიმტაიმის” მტკიცებით, “მთავარ არხზე” გენერალური დირექტორის ცვლილების შესახებ, სააკაშვილთან სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს და ის მხოლოდ ძალიან ვიწრო წრისთვის არის ცნობილი, თუმცა ძალიან მალე ოფიციალურადაც გაასაჯაროებენ.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები