ქართული ოცნების” დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ როცა პარლამენტში ფსიქიატირსა და ფსიქოლოგის საჭიროებაზე საუბრობდა, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და “იხუმრა”. პლენარული სხდომის დროს გაკეთებულ განცხადებაზე დეპუტატს ჟურნალისტებმა კომენტარი შესვენების დროს სთხოვეს.
ირმა ზავრადაშვილი:
“პრობლემა მიიღო იმან თავის თავზე, ვისაც აწუხებდა. როცა სიტუაცია არის არაჯანსაღი, ამ კონკრეტული შემთხვევისთვის ამ ადამიანების ჩარევა, მე ვფიქრობ, ძალიან სწორია… აბსოლუტურად არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია… მე მგონი თქვენ ხუმრობთ… თქვენ თუ ამაზე სერიოზული კითხვა არ გაქვთ, ძალიან კარგია ჩემთვის… ნუ ხუმრობთ, რა სისულელეს ლაპარაკობთ… თქვენ თუ გაასერიოზულებთ ამას, სასაცილოა… უხერხულია ამაზე კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, ვიხუმრე”
იყო დრო, ისიც გვეგონა, რომ დღესასწაული “დიდუბობა” ხუმრობა იყო, ქალბატონო ირმა, თუმცა, აღმოჩნდა, სულაც არ იყო ხუმრობა და მერე ამ დღესასწაულის აღსანიშნად, ათასები გადავიხადეთ ბიუჯეტიდან და რა გითხრათ.
კომენტარები