დავით გარეჯის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, ღია წერილს წერს საგარეო საქმეთა მინისტრს:
“საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანს
ბატონო დავით,
ერთი წელია აზერბაიჯანი ახორციელებს დავით გარეჯის ოკუპაციას. გასაგებია, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით მაგრამ გაუგებარია საზღვრის დადგენამდე რატომ მოხდა აზერბაიჯანელი შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ჯერ ხომ ჩვენ არ დაგვიდგენია სახელმწიფო საზღვარი. გაუგებარია რა სტატუსით და რა საფუძვლით იმყოფება საქართველოში აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალები, რომლებმაც გარეჯში უკანონოდ ააშენეს სამხედრო ბაზები, ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, საფეხმავლო და საავტომობილო გზები. რამდენიმე წლის წინ ჩვენს ძირძველ ტერიტორიაზე არსებულ მონასტერ ბერთუბანიდან ამოიღეს ქართველი წმინდანები რომელთა ადგილი დღემდე უცნობია, ცეცხლი გაუხსნეს და მძიმედ დაჭრეს გარეჯში მყოფი საქართველოს მოქალაქეს .
ბატონო მინისტრო, ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვენი უწყება ერთი წელია დუმს, რატომ არ რაეგირებთ აზერბაიჯანის მიერ ქართული მიწების ოკუპაციაზე და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე. რატომ არ იბარებთ აზერბაიჯანის ელჩს ახსნა განმარტებებისთვის, რატომ არ აყენებთ საქმის კურსში საერთაშორისო თანამეგობრობას ქართული მიწების ოკუპაციაზე. თქვენი უწყების განმარტება რომ კომისია მუშაობს და თავი უნდა შევიკავოთ მწვავე განცხადებებისგან ალოგიკურია, აზერბაიჯანი თბილისამდე უნდა მოვიდეს მაინცდამაინც რომ რეაგირება მოახდინოთ. კომისია მუშაობს 30 წელია და კიდევ შეიძლება 30 წელი იმუშავოს და რა ვქნათ თვალი დავხუჭოთ აზერბაიჯანის მიერ კიდევ უფრო მეტი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე.
ვითხოვთ დაუყოვნებლივ გაგვცეთ პასუხები ზემოთმოყვანილ კითხვებზე და ქვეყანა ჩააყენოთ საქმის კურში რას აკეთებს თქვენი უწყება ოკუპაციის შესაჩერებლად”
კომენტარები