საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტიკარაძე უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს, კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება.
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან 2021 წლის 9 დეკემბერს გადადგა.
ბოლო პერიოდში ე.წ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა.
წყარო – ტაბულა
კომენტარები