უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
რადას დეპუტატები აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე ხმებთან დაკავშირებით გაურკვევლობა შეიქმნა, მაგრამ კონსულტაციების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა საკმარისი ხმები მოაგროვა და თანამდებობაზე დაინიშნა.
“პრეზიდენტის შემოთავაზება ჩვენი ფარაქციისთვის მოულოდნელი იყო. პირველ ეტაპზე ხმებთან დაკავშირებით გაურკვევლობა შეიქმნა. მას შემდეგ, რაც მიხეილმა ფრაქციის შიგნით შეხვედრები გამართა ხმები საკმარისზე მეტი მოგროვდა” – აცხადებს უკრაინის მმართველი პარტიის დეპუტატი დავით არახამია.
ნიუპოსტი
კომენტარები