საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერის მრჩევლებად დაინიშნენ საქართველოს პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაჩიბაია და იობაშვილი საპარლამენტო მანდატებს დატოვებდნენ. ამ გადაწყვეტილებას ჟურნალისტები ე.წ. აგენტების კანონის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირებდნენ. იობაშვილიც და ჩაჩიბაიაც არ ყოფილან ამ კანონპროექტის მხარდამჭერ 78 დეპუტატს შორის.
მედიის ინფორმაციით, მანდატს დატოვებენ სერგეენკოც და კოვზანაძეც. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მრჩევლად ინიშნება.
კომენტარები