ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
“ზუგდიდის “მაკდონალდსთან” ყავას ვსვამდი, გვერდით 14-15 წლის სამი ბიჭი კოკა-კოლა ზეროს წრუპავდს.
ერთმა თქვა, ახლა გაწვიმდება, შეკვეთილი მაქვსო.
ამის გაგონებაზე მეორე სწრაფად წამოხტა, გადახდის აპარატთან მივიდა, ასდოლარიანების დასტიდან ბევრი კუპიურა სწრაფად დააძრო და სწრაფადვე დაიწყო გადახდა, ბოლოს კმაყოფილი დაბრუნდა და დაჯდა.
რა ჰქენიო, გაკვირვებული სახით ჰკითხა პირველმა.
ჩემს შეყვარებულს წვიმა არ უყვარს და მისი სახლის თავზე უღრუბლო ზეცა ვიყიდეო, ამან.
მე როგორ ვერ მოვიფიქრე ესო, წამოიყვირა უცებ აქამდე მდუმარედ მჯდარმა მეორემ, თავზე დარჩენილი კოკა კოლა გადაისხა, ფეხზე გაიხადა და წვიმაში ცეკვა დაიწყო, თან იძახდა, “წვიმა! ასფალტი! თუ არ ტოპავ, რაა მამული!”.
“რა თაობა მოდის, მართლა გაწვიმდა!” ,- გადმომილაპარკა გვერდით ჩავლილმა სოფო ბედიას ქმარმა.”
კომენტარები