დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე დაუდგენელი შემთხვევა ნამდვილად არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ არის.
„საქართველო არის ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ევროპაში, სადაც ერთ მილიონ მოქალაქეზე ყველაზე ნაკლები ადამიანის ტესტირება ხდება. მეზობელმა აზერბაიჯანმა ოთხჯერ მეტი, სომხეთმა კი სამჯერ მეტი მოქალაქის ტესტირება მოახდინა, რატომ არ ხდება საქართველოში საყოველთაო ტესტირება და არის თუ არა დაუდგენელი შემთხვევები ნაღმი ქვეყნისთვის“, – ამ კითხვაზე პასუხისას პაატა იმნაძემ ჟირინოვსკის სიტყვები გაიხსენა.
„დაუდგენელი შემთხვევები რომ ნაღმი იყო ქვეყნებისთვის, ეს აჩვენა ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ. ამას ღიად ვამბობთ – რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით. ამ კითხვაზე ერთი ასეთი პასუხი გამახსენდა, ფრინველის გრიპი რომ იყო, ჟირინოვსკი გამოვიდა რუსეთის ტელევიზიით და თქვა, რომ რუსეთის საზღვრებზე სარაკეტო ძალები დავაყენოთო და ყველა გადამფრენი მფრინველი ჩამოვაგდოთო. ჩემი პასუხი ეს არის“
1 tv
კომენტარები