ბადრი ესებუას დედა 21 ოქტომბრის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ამ დღეს ბადრი სახლიდან დაახლოებით 12:00 საათისთვის წავიდა და დაიბარა, რომ თბილისში გამოკვლევებზე მიდიოდა.
როგორც ბადრი ესებუას დედა „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, 21 ოქტომბრის შემდეგ მას თავისი შვილი აღარ უნახავს.
„სახლში იყო, დაახლოებით, იქნებოდა ასე 12-ის ნახევარი, პატარა ცელოფანში შეხვეული რაღაც მიქონდა. ვუთხარი – ბიჭო, მარშუტკაში არ შეგიშვებენ, პირბადე არ გაქვს-მეთქი და მაქვსო, მაჩვენა, ჯიბეში ჩაიდო და წავიდა. არაფერი არ მიქონდა იმას, ამხელა ავტომატი და ამხელა რაღაცები, თბილისში წავიდა. ერთი სამი წელია, არ მსახურობს, გვარამიამ იცრუა, უნდა დაბრუნებულიყო ბაზაშიო, არ მუშაობდა, რატომ უნდა დაბრუნებულიყო ბაზაში? დაბრუნდებოდა?
ჩემი შვილი ამას არ იზამდა. ჩამოვა და ყველა ნახავს, რომ არაა ამ სიმაღლე. არც იცის, აქ რა ამბავია, ვერ ვუკავშირდებით, ალბათ, დაჯდა ტელეფონი ან გაფუჭდა. მე როგორც ვიცი, სამკურნალოდაა წასული, ხვალ ან ზეგ უნდა ჩამოვიდეს“
კომენტარები