პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტიციო ცვლილების მხარდაჭერა არ მოხდება – ამის შესახებ “ლეიბოფრისტული პარტიის” ოფისთან შეკრებილ ჟურნალისტებს „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა:
“ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი საკუთარ პოზიციაში და ერთიანობა გულისხმობსიმას, რომ ორივე საკითხს – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის ცვლილება. ეს არის ის შეთანხმება,რომელიც დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით იქნა მიღწეული და აუცილებლად ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს. რაც უფრო არასწორ და თაღლითურ ნაბიჯებს გადადგამს, მით უფრო მკაცრი იქნება შეფასებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მათ უნდათ ძლიერი პარტნიორი რეგიონში საქართველოს სახით, მითუმეტეს ამ კრიზისის ვითარებაში და ისინი არ დაუშვებენ დემოკრატიის ხელყოფას არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან.
თუ ჩვენ დათმობაზე წავალთ „ქართულ ოცნებასთან“, პირდაპირ გეტყვით, რომ ესენი წაგვართმევენ თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს და მიითვისებენ ყველა იმ სიკეთეს, რაც სახელმწიფოს შეუძლია მოუტანოს ქვეყანას. გადახედეთ რვა წელს, საქართველო გაღარიბდა ყველა კომპონენტში, შემცირდა სამუშაო ადგილები. კორონავირუსამდე ვამბობ, კორონავირუსის შემდგომ კი – ეს არის ძალა, რომელიც კიდევ უფრო საკუთარი სიკეთისთვის გამოიყენებს ნებისმიერ გადმორიცხულ თეთრს, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოგვცემენ ჩვენ გაჭირვების დასამარცხებლად და სამუშო ადგილების შესაქმნელად. საქართველო ან რეგიონალური ლიდერი, ან საქართველო სოფელი – ეს არის პრინციპული არჩევანი და ეს არჩევანი თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს. მე ამ არჩევანს ვაკეთებ, საქართველო რეგიონული ლიდერის სასარგებლოდ, ეს არის ოპოზიციური პარტიების სულისკვეთება”
ვაშაძემ აქციების განაცხლებაც არ გამორიცხა.
“როგორც ჩანს, მათ სჭირდებათ იგივე წამალი, რა წამალმაც უშველა მარტში. ეს წამალი იქნება, ამის გარანტიას გაძლევთ.”
კომენტარები