ფოტო – მითების დეტექტორი
მითების დეტექტორი მასალას აქვეყნებს:
2 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა “სინამდვილეში,” რომელიც “ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტის პლატფორმას წარმოადგენს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული უსაფრთოხების წესების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს რეკომენდაცია საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კორონავირუსის გარცელებას უკავშირდება. აღნიშნული ფეისბუქ გვერდის იდენტური მტკიცებები მოგვიანებით სახელისუფლებო მედია საშუალებებმაც გაავრცელეს. “სივრცეებისა” და ONGO.Ge-ს მიხედვით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტემენტი საკუთარ მოქალაქეებს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. Post TV მედიის, report.ge-ს პროგრესნიუსისა და Lid.ge-ს ცნობით კი სახელმწიფო დეპარტემნტის ეს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, კორონავირუსის გავრცელებასაც უკავშიდება.
ფეისბუქ გვერდის “სინამდვილეში” პოსტი გააზიარეს “ქართული ოცნების,” შალვა რამიშვილის და Kavkazexpress დაიჯესტის ფეისბუქ გვერდმა. Kavkazaezpress-მა გააზიარა Post tv-ს მასალაც.
ფეისბუქ გვერდის “სინამდვილეში” პოსტი დასპონსორებულია ქართული ოცნების მიერ:
ფეისბუქ გვერდის “სინამდვილეში” და სახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მტკიცებები იმის შესახებ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაცია საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, შეცდომაში შემყვენია. რეალურად, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ქვეყანაში მოგზაურობისგან კრიმინალის მაღალი დონისა და სამოქალაქო არეულობის არსებობის გამო უნდა შეიკავონ თავი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებისთვის მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში მგზავრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა რეკომენდაციას გასცემს, დეპარტამენტის მიერ, უსაფრთხოების დონის მიხედვით, ქვეყნები 4 ძირითად კატეგორიადააა დაყოფილი:
- პირველ კატეგორიაში ის ქვეყნები ხვდებიან, რომლებშიც მოგზაურობა უსაფრთხოა,
- მეორე კატეგორიის ქვეყნებში მოგზაურობისას დეპარტემენტის რჩევით, სიფრთხილის გაზრდილი ზომების დაცვაა საჭირო.
- მესამე დონის ქვეყნებში მოგზაურობის გადაწყვეტილება კი სასურველია, გადაიხედოს,
- ბოლო, მეოთხე კატეგორიის ქვეყნებში მოგზაუობას კი სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ს მოქალაქეებს არ ურჩევს.
საქართველო ამჟამად სწორედ მეოთხე კატეგორიას განეკუთვნება. სახელმწიფო დეპარტემენტის საიტზე ამისთვის 4 მიზეზია წარმოდგენილი, ესენია: კრიმინალი, სამოქალაქო არეულობა, ჯანდაცვა და სხვა.
კრიმინალთან დაკავშირებით აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ქვეყნაში ძალადობრივი ან ორგანიზებული დანაშაული ხშირია, ხოლო ადგილობრივ სამართალდამცავებს შესაძლოა სერიოზულ დანაშაულებზე რეაგირება არ შეეძლოთ. სამოქალაქო არეოლობის განმარტებაში მითითებულია, რომ ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, რელიგიურმა ან/და ეთნიკურმა არასტაბილურობამ შესაძლოა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები წარმოშვას.
რაც შეეხება ჯანდაცვას, საიტზე განმარტებულია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჯანრმთელობასთან დაკავშირებული რისკები არსებობს, რასაც შესაძლოა დაავადების ფართოდ გავრცელება ან ჯანდაცვის სისტემის სისუსტე წარმოშობდეს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ნაწილში მითითებულია ისიც, რომ ქვეყნაში შესაძლოა სხვა პოტენციური რისკებიც არსებებოდეს, რაც ჩამოთვლილი არ აროს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2021 წლის 16 ივნისს განახლდა, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით უფრო ძველი და ახალი გაფრთხილებებიცაა წარმოდგენილი, მათ შორის ორი 5-6 ივლისს მოვლენებს უკავშირდება და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ეკუთვნის. განცხადებებში 5-6 ივლისის მოვლენების დროს გამოყენებულ ძალადობას ესმება ხაზი და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებისთვის გაცემულია რეკომენდაცია, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს და საპროტესტო აქციების ტერიტორიაზე გადაადგილებას.
საქართველოში მოგზაურობის შესახებ გაცემულ რჩევებში მოცემულია ინფორმაცია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოგზაურობაზეც, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ ამ ტერიტორიაზე, რადგან ტერიტორიები რუსეთის სამხედრო ძალებისა და სასაზღვრო მცველების მიერაა ოკუპირებული და იქ შესვლა სხვადასხვა რისკთანაა დაკავშირებული, ხოლო აშშ-ს ხელისუფლებას ამ ადგილებში გადაუდებელი სერვისების მიწოდება არ შეუძლია.
თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოწოდება არაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო მეოთხე კატეგორიის ქვეყნებს განეკუთვნება. მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში, მართალია, ოკუპირებულ ტერიტორიებს (ყირიმი, ლუგანსკი, დონეცკი) იგივე შეზღუდვა ეხება, თუმცა ქვეყნის სხვა ტერიტორიებთან დაკავშირებული უსაფრთოხების წესები 26 ივლისს განახლდა და უკრაინამ მეორე კატეგორიაში გადაინაცვლა, რაც მოგზაურობისას სიფრთხილის გაზრდილი ზომების დაცვას გულისხმობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე სიფრთხილის გაზრდილ ზომებთან დაკავშირებული გაფრთხილებებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა ქვეყანაში მოგზაურობის შემთხვევაში გასცემს და ნებისმიერ ქვეყანასთან დაკავშირებული ინფორმაცია თითქმის იდენტური შესავლით იწყება, შესავალში აშშ-ს მოქალაქეებს კონკრეტულ ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების კუთხით არსებული მდგომარეობის გაცნობას სთხოვენ.
“სინამდვილეში”
ფეისბუკ გვერდი “სინამდვილეში” 2021 წლის 9 ივნისს შეიქმნა. როგორც ჩვენს შესახებ განყოფილებაშია მითითებული, გვერდი „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ შეიქმნა და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული სიახლეების მხილებას და იმ მედიების გამოვლენას ისახავს მიზნად, ვინც დეზინფორმაციული ნაკადის გამტარია. გვერდზე დაფინანსებული პოსტები ტვ პირველის და მთავარის წინააღმდეგ გვხვდება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
კომენტარები