„ალიას“ ესაუბრება დოქტორანტი, დერმატო-ვენეროლოგი, „მტკიცებითი მედიცინის ცენტრის” ექიმი, ზაზა თელია.
– შეზღუდვები გაგრძელდა და ექიმები აზრიც გაიყო, თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა შემსუბუქდეს ეს შეზღუდვები 1-ლი თებერვლიდან თუ არა?
– ჩემი აზრით, უნდა წავიდეს შემსუბუქებისკენ. ეს ვერაგი ვირუსი სიცოცხლისთვის სახიფათოა, მაგრამ მეორეა – ეკონომიკური სიდუხჭირე. ადამიანებს უკვე ძალიან რთული ვითარება აქვთ, მათ პურის ფული არა აქვთ რეალურად.
– ახერხებენ თქვენამდე მოსვლას? არაერთჯერ მოვისმინე უკვე, რომ ფიზიკურად ვერ ახერხებენ ექიმამდე მისვლას უსახსრობისა და უტრანსპორტობის გამო.
– პაციენტების ნახევარი უკვე ონლაინ მიკავშირდება, ონლაინ მთხოვენ დახმარებას, ვერ ახერხებენ, ფიზიკურად, მოსვლას.
– თუ არის დღეს ვაქცინა, რომლითაც კოვიდ19-ის წინააღმდეგ აიცრებოდით?
– სპეკულაციები რომ არ იყოს, აუცილებლად მინდა დავაფიქსირო, რომ ძალიან შორს ვარ ანტივაქსერული მიდგომისგან, ვაქცინაცია ზოგადად არის ერთ-ერთი სერიოზული მონაპოვარი მედიცინისთვის, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ზოგადად, გეგმიურ ვაქცინაზე უარის თქმა, ჩემი აზრით, დანაშაულის ტოლფასია. თუმცა, დღევანდელი რეალობა ოდნავ განსხვავებულია. ჯერჯერობით, კოვიდ 19-ის ვაქცინებს ცოტა სტეპტიკურად ვუყურებ. მცირე პერიოდია გასული და კლინიცისტებს, მეცნიერებს ძალიან უჭირთ რისკისა და სარგებლის შეფასება, დღევანდელი გადმოსახედიდან. ამისათვის დრო და გამართული კვლევებია საჭირო. სასწრაფო, გადაუდებელი წესით დამტკიცება მიიღო მოდერნამ, ფაიზერმა და ასტრაზენეკამ – ამ ვაქცინების დამოწმება დაფუნებული იყო იმ კვლევებზე, რომლებიც მწარმოებლმა კომპანიებმა ჩაატარეს. სერიოზული ხარვეზებია ამ კვლევებში, მე კარგად ვერკვევი ამ საკითხში და აქედან გამომდინარე, ჩემი ანალიზი სკეპტიკური იყო.
– წავიკითხე თქვენი წერილი, სადაც ამბობთ, რომ 176 ადამიანი უნდა აიცრას, რომ 1 დაიცვა ინფიცირებისგან და ასევე წერთ, რომ 1370 ადამიანი უნდა აიცრას, რომ 1 მძიმე პაციენტის პრევენცია მოხდეს და ეს არ ნიშნავს სიკვდილის პრევენციას – ყველასთვის გასაგებად რომ გვითხრათ, რას გულისხმობთ?
– უბრალო ენით რომ ავხსნა, მედიცინაში, როცა კონკრეტულ პროდუქტზე ვსაუბრობთ, ვაფასებთ მის რისკსა და სარგებელს. ამისათვის ბიოსტატისტიკაში და მეცნიერებაში მაჩვენებლებია – ეს არის 1. შედარებითი რისკის შემცირების მაჩვენებელი, 2. აბსოლუტური რისკის შემცირების მაჩვენებელი და 3. მაჩვენებლი პაციენტების რაოდენობის, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ, რომ მოხდეს 1 პაციენტთან ეფექტურობის დადგენა. მაჩვენებელი, რომელიც გამოაქვეყნეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა, სადაც ამბობენ, რომ ეფექტურობა არის 95 პროცენტი, ეს არის შეფასებული შედარებითი რისკის მაჩვენებლით, რომელსაც კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია საერთოდ! კლინიკური მნიშვნელობა რასაც არ გააჩნია, იმის კლინკურ ასპექტში განხილვა ხდება – ამას „შეფუთვა“ ქვია, „შეფუთეს“, რომ შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს კლინიკური კვლევის შედეგი. აბსოლუტური რისკის მაჩვენებელი კი ამ დროს – 1 პროცენტზე დაბალია! ანუ, 1 პროცენტზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა ვაქცინირებულ და პლაცებო ჯგუფს შორის. ერთი პროცენტით მეტი დაიცვა მხოლოდ – ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი.
– ანუ, 95 პროცენტი კი არა, სინამდვილეში, 1 პროცენტიც არაა?
– დიახ. სინამდვილეში კლინიკური მნიშვნელობა რასაც გააჩნია, ის არის 1 პროცენტზე დაბალი. 1 პროცენტიც არ არის. გავიმეორებ, ამ კვლევების მიხედვით, რა მონაცემიც გვაქვს, ფაიზერმაც და მოდერნამაც, კლინიკურად მნიშვნელოვანი 1 პროცენტამდე ეფექტურობა აჩვენა და არა 95 პროცენტიანი. 95 პროცენტიანი ეფექტურობა ეს არის შედარებითი რისკის შეფასებით განპირობებული და არა აბსოლუტური. მაგალითად, შესადარებლად გამოვიყენებ წითელას ვაქცინას – 1,17 უნდა ყოფილიყო აცრილი, რომ 1 ბავშვი დაგვეცვა. თითქმის ერთი ერთში ჯდება. აქ კიდევ 1370 ადამიანი უნდა ავცრათ, რომ ერთი დავიცვათ მძიმე მიმდინარეობისგან – არა სიკვდილისგან, არამედ, მძიმე მიმდინარეობისგან. მძიმე მიმდინარეობიდან, ხომ ყველა არ კვდება, რეალურად – ანუ, ძალიან დაბალ პროცენტზეა საუბარი. ამას ვამბობ არსებული კვლევების მიხედვით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ეს ვაქცინები და კვლევები არის ნაგავში გადასაყრელი. უბრალოდ, საჭიროა დრო! კი, ფორს-მაჟორია, მაგრამ არ ნიშნავს მეცნიერებაში ფორს-მაჟორი იმას, რომ მოდი, ავდგეთ და რიკს-სარგებელი სხვანაირად შევაფასოთ. არა. რიკს-სარგებელი უნდა შეფასდეს ისე, როგორც უნდა ფასდებოდეს. დრო, დრო და დრო – ესაა საჭირო იმის დასადგენად, როგორ მუშაობს ეს ვაქცინები, რა რისკებთან არის დაკავშირებული. ასევე უნდა ვთქვა ისიც, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინების კვლევები არ მოიცავდა ბავშვებს, კვლევები არ მოიცავდა ხანშიშესულ ასაკს, ანუ, იმ ასაკს, რომელიც ყველაზე მოწყვლადია მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილიანობის მხრივ კოვიდ 19-ის დროს.
– კვლევაში ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ?
– კი, ქრონკული დაავადებების მქონე პაციენტები ნამდვილად მონაწილეობდნენ მესამე ფაზის კვლევაში.
– გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აცრის შემდეგ, ნორვეგიაში 23 ადამიანი დაიღუპა და დაღუპულთა მეტი წილი ხანდაზმულია.
– ეს მონაცემიც ცოტა მანიპულირებაა. გარდაცვალების შემთხვევები იყო, მაგრამ ჯერ დასადგენია ვაქცინაციას უკავშირდება, ბუნებრივ სიკვდილს, თუ რამე სხვას. ამ ინფორმაციასაც ასევე სკეპტიკურად ვუყურებ. მე მეცნიერულად ვაფასებ.
– ჩვენ გვითხრეს, რომ ამ ვაქცინას ვერ გაუკეთებენ ბავშვებს, რადგან მათ მონაწილეობა არ მიუღიათ კვლევებში და თუ კვლევებში არ მიუღიათ მონაწილეობა ხანდაზმულ ადამიანს, მათ როგორ ავცრით?
– ამ შეკითხვაზე ძალიან რთულია პასუხის გაცემა. ხანდაზმულებს, კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, არ ვიცით, მათ როგორ იცავს და როგორი მიმდინარეობა ახასიათებს. ამაზე მე პასუხი არა მაქვს. თუ კვლევების დამთავრების შემდეგ, დადგინდება, რომ ვაქცინები მაღალი ეფექტურობით მუშაობს, თუ რისკის და სარგებლის შეფასებისას იხრება სარაგებლის მხარეს, მაშინ, აცრილი უნდა იქნეს არა ხანშიშესული მოსახლოება, რომ მერე ჯოგურ იმუნიტეტეზე ვიმუშაოთ და ამ გზით მაინც იქნებიან ხანდაზმულები დაცულები. ახლა მთავარი საგანგაშო ფაქტია ის, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა მარეგულირებელს მოსთხოვეს, რომ მოხდეს ბრმა კვლევების არაბრმად გადაკეთება – ამას ხსნიან ეთიკურობის პრინციპით. ყველას უნდა შევთავაზოთ ვაქცინაციაო. ეს ძალიან საგანგაშოა. თუ მარეგულირებელმა ამის ნებართვა გასცა, გამოდის, ამ კვლევების სწორ შედეგებს ვერასოდეს გავიგებთ.
– რას ნიშნავს ბრმა კვლევის არაბრმად გადაკეთება?
– ბრმა კვლევების არაბრმად გადაკეთება ნიშნავს შემდეგს – ვაქცინის და პლაცებოს ჯგუფები ადგილებს გაცვლიან და რეალურად ვაქცინას მიიღებს ყველა ადამიანი, ვინც კვლევაში მონაწილეობდა – შესაბამისად, შეფასება ვეღარ მოხდება. საით წავალთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რთულია თქმა. გამიგრძელდა პასუხი იმ კითხვაზე, გავიკეთებ თუ არა ვაქცინას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შორს ვარ ანტივაქსერული მიდგომისგან, გაუმართლებელია სრულიად, დღევანდელი მონაცემებით, რასაც ვფლობთ, კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთებისგან, ამ ეტაზე, თავს შევიკავვებდი, მაგრამ, მომავალში შეიძლება ჩემი აზრი შეიცვალოს. თუ მეცნიერულად მექნება ის მაჩვენებლები, რომლის საფუძველზე შემეძლება რიკს-სარგებლის შეფასება, სარგებლის მხარეს გადმოვიდეს, აუცილებლად გავიკეთებ ამ ვაქცინას.
– თუ ბრმა კვვლევა არაბრმად გადაკეთდა – შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ, არის თუ არა სანდო და ეფექტური ვაქცინა?
– თუ ბრმა კვლევა არაბრმა გახდება და ჯვარედინი ვაქცინაცია დაიწყება, მერე მართლაც რამდენიმე წელი იქნება საჭირო, რომ რეალურად დავადგინოთ შედეგები. მერე იქნება საჭირო რეპლიკაციური, ანუ, განმეორებითი კვლევები. ერთი კი არა თან, რამოდენიმე. რეპლიკაცური კვლევებია, სხვათა შორის ყველაზე სანდო.
– აქამდე როდესმე მომხდარა რომ ვაქცინის კვლევისას ბრმა კვლევა არაბრმათი შეეცვალოთ?
– მედიკამენტების კვლევისას მომხდარა, მაგრამ ვაქიცნაციასთან დაკავშირები, 99 პროცენტის ალბათობით, ასეთი კვლევა არ ყოფილა არასდროს. ყველაზე მოკლე დრო ვაქცინას დასამოწმებლად იყო 4-5 წელი – ეს იყო ებოლას და ყბაყურას ვაქცინა, მათ მიიღეს შექმნიდან 4-5 წელში დამოწმება.
– საუბრობდენ იმაზეც, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა კოვიდ ვაქცინის პასპორტის გარეშე შეუძლებელი გახდებოდა. ახლა დროებით ეს საკითხი დაიხურა, თუმცა რამდენად სწორი გგონიათ ამ პირობებში ეს?
– ვაქცინაციის პასპორტზე საუბარი არის და კი, რაღაც მხრივ გამართლებულია და დიდი ალბათობით ასეც მოხდება. საერთაშორისო ფრენები აღდგება და მოითხოვენ ვაქცინაციის პასპორტს. მაგრამ რა ვაქცინაზე იქნება და როგორ იქნება – მაგის განსაზღვრა წინასწარ რთულია. დამაიდებელი ინფორმაციაც მაქვს – ფარმაცევტული კომპანია „ჯონსონ და ჯონსონი“ მესამე ფაზის კვლევას ასრულებს თავის ვაქცინაზე, რომელიც ვირუსულ ვექტორზე დამყარებულია, 1 ინექცია ჭირდება, ძველი და გამოცდილი ტექნიკით მზადდება. ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები არის რნმ-ის ტიპის, ახალი ტექნოლოგიით დამზადებულია და ამ ტექნოლოგიით დამზადებულ ვაქცინას აქამდე არასოდეს არ ქონია დამოწმება, პირველი შემთხვევაა, რომ რნმ-ის ტიპის ვაქიცნამ დამოწმება მიიღო. რნმ-ის ტიპის ვაქცინებზე მუშაობა მეცნიერებმა 20-30 წლის წინ დაიწყეს, მაგრამ აქამდე არც ერთს დამოწმება არ მიუღია. რნმ-ის ტექნოლოგიით ცდილობენ კიბოს, აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნას, მაგრამ ამ ტექნოლოგიით დამზადებულ ვაქცინას, აქამდე არ მიუღია არც ერთხელ დამოწმება და ეგეც სტეპტიკურად ჟღერს. ჯონსონ და ჯონსონის მიერ წარმოებული ჩემთვის უფრო საინტერესო და უსაფრთხო ვაქცინად აღიქმება. თან უფრო მეტად იყო დროში გაწელილი. კი, იქაც გადაფარულია კვლევები პირველი, მეორე და მესამე ფაზების… ეს ნონსენსად შეიძლება მოვიხსენიოთ. ჩვენ 2 წლის წინ, რომ გაგვეგონა – მეორე ფაზის კვლევა დაიწყო ისე, რომ პირველი ფაზის კვლევის შედეგები არ იქნა განხილული და მესამე ფაზის კვლევა დაიწყო ისე, მეორე ფაზა არ ყოფილა განხილული, გადაფარვა მოხდა, ამას კატასტროფად აღვიქვამდით, პირდაპირ ვიტყოდით, რომ გაყალბებაა. ეს ფორს-მაჟორი იყო, ფიზიკურად დრო არ იყო, მაგრამ ასე უცებ, 1 წელიწადში ვაქცინის შექმნა – ძალიან სკეპტიკურად ჟღერს.
– საუბრობენ იმაზეც, რომ როცა ვაქცინას იკეთებ, ვირუსის მატარებელი ხდები – მითია, თუ რეალობა?
– მოდერნას და ფაიზერის შემთხვევაში, ძალიან საინტერესოა ტექნიკურად, მათი ტექნოლოგია, გენეტიკურ მასალას იღებენ, რნმ-ს იღებენ, რნმ-ი დნმ-იდან წარმოიქმენა რეპლიკაციის შედეგად. ანუ ვირუსის გენეტიკურ კოდს იღებენ და ეს გენეტიკური კოდი შეჰყავთ ადამიანში და ამ გენეტიკური კოდის შედეგად, ადამიანის ორგანიზმში იმუნური სისტემა იწყებს ანტისხეულებით იმუნური პასუხით რეაქციას. მითია და ანტივაქსერული მიდგომაა, რომ რნმ-ის შეყვანამ შეიძლება ჩვენი დნმ-ი შეცვალოს. ეს წარმოუდგენელია. რნმ-ი და დნმ-ი ერთი მიმართულებით მუშაობს, ძალიან მარტივად რომ ავხსნა, ქუჩის ცალმხრივი მოძრაობა რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით ასე მოძრაობენ და რნმ-ისგან დნმ-ი რომ წარმოიქმნას, ეს ვერ მოხდება. ამ ვაქცინების დროს შეჰყავთ ორგანიზმში მხოლოდ რნმ-ი, რომელიც ჩვენ დნმ-ს ვერანაირად ვერ შეცვლის.
– და ვერც ისეთი ტიპის გართულებას გამოიწვევს, რომელიც ამ ვირუსს ახასიათებს? თრომბოებოლიას მაგალითად?
– ამაზე საუბარი რთულია. ალერგიული რეაქციების, სხვადასხვა ტიპის სიმპტომების, რომელიც ვირუსსაც ახასიათებს – გამოწვევას როგორ ახდენს, რა პროცენტში ახდენს და როგორ გენეტიკის მატარებელ ადამიანებში ახდენს, ამის თქმა ძალიან რთულია. ეს არის მთავარი ინფორმაცია, რაზე წვდომაც არა გვაქვს!
– რით განსხვავდება ჯონსონის და ჯონსონის ვაქცინა?
– ჯონსონის და ჯონსონის შემთხვევაში, ვაქცინა ვირუსულ ვექტორზე დამყარებულია – ინაქტივირებული ვირუსს იღებენ, ანუ, მკვდარ ვირუსს, ამ მკვდარ ვირუსში უშვებენ კოვიდის გენეტიკურ მატერიალს და შემდეგ ეს შემოყავთ ადამიანის ორგანიზმში.
– როგორც ვიცი, ბევრი პაციენტი მოგმართავთ, რომელსაც, ამ პანდემიის დროს, მედიკამენტმა, ან ვიტამინმა უკუჩვენება მისცა და ავნო.
– პანდემიურ პირობებში, რაც ამ დანამატებზე ხდება, ეს არის ნონსესი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სამწუხაროდ, მათ შორის ჩემი კოლეგების მხრიდანაც. ვიტამინებს ვგულისხმობ, ც, დ, თუთია და ა. შ. ბევრი პაციენტი მყავდა ჭინჭრის ციებით, დღესაც მქონდა ასეთი შემთხვევა, ოჯახის ექიმმმა პროფილაქტიკის მიზნით, მამონტის დოზა დაუნიშნა დე ვიტამინის, დღიური ნორმა თუ არის 600-დან 800 ერთეულამდე, პაციენტმა მიიღო 50 000 ერთეული.
პროფილაქტიკის მიზნით ვიტამინების დანიშვნა და იმის თქმა, რომ არაფერს ავნებს, არ შეესაბამება სიმართლეს. ამისგან სარგებელი ადამიანს, რა თქმა უნდა, არ ექნება და შეიძლება ავნოს კიდე, გამოიწვიოს უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები, რაც ახასიათებს ასეთი ტიპის დანამატებს. რაც შეეხება მედიკამეტებს, პოლიფარმაციაა საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც – რაც გაუმართლებელია. ყველაზე საგანგაშოა ანტიბიოტიკების დანიშვნა. ბევრი ფაქტი ყოფილა, როცა ანტიბიოტიკის პროფილაქტიკის მიზნით დანიშნულა, რაც არასწორია და საფრთხეს უქმნის არა მარტო იმ ადამიანს, ვინც მიიღო, არამედ ყველა ჩვენთაგანს. შესაძლებელია, მალე ეს ანტიბიოტიკი სერთოდ აღარ იყოს ეფექტური არავისთან, მეც რომ მივიღო, ჩემთანაც აღარ იყოს ეფექტური, რადგან ხდება ე.წ. რეზისტენტობა ამ ანტიბიოტიკის მიიმართ და შესაბამისად, ის ანტიბიოტიკი უნდა დავივიწყოთ მერე საერთოდ და ამას რა მოყვება? შეიძლება ისე მოხდეს, რომ კოვიდი მოსანატრი გახდეს, რადგან ბაქტერიული ინფექცია ბევრად უფრო რთული მიმდინარეობისაა. კოვიდ19-ს დროს ანტიბიოტიკის პროფილაქტიკის მიზნით დანიშვნა არ შეიძლება და ზოგადადაც, კოვიდი არის ვირუსიული ინფექცია და ვირუსული ინფექციაზე ანტიბიოტიკი არ ინიშნება. ვირუსულ ინფექციაზე ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის სუპერინფექცია, ანუ, როცა თანდართულია ბაქტერიული ინფექციით, მაგალითად, პნევმონიით და ამ შემთხვევაში, გამართლებულია. პნევმონია უკვე რეალურად საჭიროებს ანტიბიოტიკის დანიშვნას.
– პაციენტის ფოტო გედოთ, რომელსაც გადატანილი ჰქონდა კოვიდი და დაეწყო ფეხზე პრობლემა – ეს პოსტკოვიდური ეფექტია?
– ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება, ლიტერატურაში როგორც ვნახე, პირველი შემთხვევა იყო ჩემთან ასეთი პაციენტის – ამას ჰქვია კოვიდის თითები. ახალგაზრდა ქალი მოვიდა, რომელსაც კოვიდის გადატანიდან, გამოჯანმრთელებიდან 2 კვირაში დაეწყო ასეთი პრობლემა, ფეხის თითებზე კანის გალურჯება, ტკივილი… ვარაუდით, ამას უკავშირებენ სისხლძარღვების პერიფერიულ დაზიანებას – ხდება სისხლის გაჟონვა და ვიღებთ ამ ტიპის დაზიანებას. ეს არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, მაგრამ გასათვალისწინებელია. ეს უპირატესად ხდება თამბაქოს მომხმარებლებში, რადგან მათთან ისედაც გვაქვს სისხლძარღვების პრობლემები და ერთ-ერთი კარგი არჩევანი, რაც შეიძლება ადამიანმა ახლა გააკეთოს, ასე ვთქვათ, იხელთოს დრო და ამ პირობებში, როცა ასეთი ვერაგი ვირუსია პანდემიის სახით, გადავიდეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე, დაანებოს თავი მოწევას და მიხედოს ჯანმრთელობას.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები