„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე:
“ძალიან განვიცდი რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ბეწვის ხიდზე ვდგავართ ყველა – მთელი საქართველო! ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის დროს გამომიგზავნა ეს წერილი და გამაკვირვა თავისი ყურადღებით/დაკვირვებით. მხოლოდ სამჯერ მცირე ხნით მომეცა მასთან შეხვედრის საშუალება ამ წლების განმავლობაში და ერთ-ერთი შეხვედრის დროს მითხრა ,,ნუ მიაქცევ ყურადღებას ვინ რას აკეთებს ან არ აკეთებს, შენ იმოქმედე და აკეთე”.
ეხლაც ასეა, უნდა ვიმოქმედოთ და გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე
კომენტარები