დეპუტატი, შალვა შავგულიძე, “აგენტების შესახებ” კანონპროექტის განხილვისას, გურამ მაჭარაშვილს ეკითხება:
“როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყანა გეუბნებათ, რომ არ მიიღოთ ეს კანონი, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრირებას, თქვენ რა გაძლევთ საფუძველს, რომ ამტკიცებთ საპირისპიროს, თითქოს ეს კანონი არის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ხელისშემწყობი? რა წიგნი გაქვთ ასეთი ჯადოსნური წაკითხული? საიდან ისწავლეთ ევროკავშირზე უკეთესად, რა არის მისაღები ევროკავშირისთვის, რა არის მიუღებელი?”
კომენტარები