თენგიზ ცერცვაძის განცხადება ობიექტურობას აცდენილი და მექანიკური შეცდომაა, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფექციურ საავადმყოფოში კლინიკის დირექტორის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადეს.
„ობიექტურობას აცდენილია, მექანიკური შეცდომაა და აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კლინიკა მოგვიანებით გაავრცელებს განცხადებას.”
ცნობისთვის,„კავკასიის“ ეთერში თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში COVID-19 222-370 ათასმა ადამიანმა უკვე გადაიტანა.
მისივე თქმით, საქართველო სწრაფ ტესტებს არა დაავადებულების, არამედ დაავადება გადატანილების გამოსავლენად იყენებს. ამ პროცესში კი კვლევა ჩაუტარდა 1000 ჯანმრთელ ადამიანს, რომელთაგანაც 6-დან 10 პროცენტამდე პირს დაუდგინდა, რომ ვირუსი გადაიტანა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს მაღალი მაჩვენებელი არ არის.
კომენტარები