მოდელი, დეა ადამია:
“რა ცხვრების საქმეა თუ რატომ არ იცრება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე!!
არ უნდა და არ იცრება, ჭკვიანია და მიტომ!!
ახლა აქ ნუ დაიწყებთ ბეეეეეეეეეეეეს ძახილს!!
ყველამ თქვენს თავს მიხედეთ!!!
ჩემი ეკატერინე მოწოდების სიმაღლეზეა!
სულ არ ადარდებს გამყრელიძე-იმნაძის აზრი…
მითუმეტეს მორჩილი ცხვრების…”
შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ დაარწმუნა ჯანდაცვის მინისტრი, რომ აიცრას? – მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის კამპანიის ხელშეწყობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი ადამიანის დარწმუნება.
„ამ შემთხვევაში მივდივართ პირადი ინფორმაციის და პირადი გადაწყვეტილების განსჯაზე, რაც ნამდვილად არ არის ეთიკური, ჩემი აზრით“, – ასე პასუხობს გაბუნია კითხვას.
სწორედ, ჟურნალისტების და თამარ გაბუნიას ამ კითხვა-პასუხს გამოეხმაურე დეა ადამია.
“ალია” კი შეგახსენებთ, კვლევების თანახმად, აცრა მაღალი პროცენტობით იცავს ადამიანებს დაავადების მძიმე ფორმისგან და ლეტალური შედეგისგან.
კომენტარები