გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ერთი კითხვა მაქვს და გთხოვთ, სერიოზულად და ყოველგვარი ირონიის გარეშე მიპასუხოთ – რა უნდა ექნათ პოლიციელებს, შეესრულებინათ სააკაშვილის ბრძანება და დაებრუნებინათ რუსთავის ციხეში? ისე, მიშა რომ იქ დაბრუნებას ითხოვს, ცალკე მეტაფიზიკური განსჯის საგანია და ამაზე სხვა დროს იყოს. პირადად მე, ყველაფრის შემყურეს, არაერთი გრძნობა მეუფლება, მაგრამ ყველაზე მეტად, მაინც სირცხვილის გრძნობამ იმძლავრა – მრცხვენია, რომ ეს ,,კაცი“ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და კიდევ უფრო იმის მრცხვენია, რომ ამ მხდალმა, ყოველგვარი ღირსებისგან დაცლილმა ისტერიჩკამ მთელი საქართველო ფეხქვეშ გაიდო, დააჩმორა და დააჩაჩანაკა.
მადლობა ღმერთს, ბოლომდე ვერ გამოუვიდა.
გისმენთ, ვილაპარაკოთ წყნარად და კულტურულად.“
კომენტარები