ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის საქართველოში არ შემოშვებაზე ამბობს, რომ სახელმწიფოს შეუძლია, გადაწყვიტოს, ვინ არ შემოუშვას. მისივე თქმით, სასაზღვრო სამსახური ამის მიზეზსს განმარტავს “თუ საჭიროდ ჩათვლის”. ამის შესახებ სოზარ სუბარმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
“არშემოშვების მიზეზები არ ვიცი, ამას შესაბამისი უწყება გასცემს პასუხს. როდესაც ვლაპარაკობთ ჟურნალისტზე და ამბობთ, რომ ის საქართველოს მეგობარია, მან პირველ რიგში, კეთილი უნდა ინებოს და გაეცნოს სისხლის სამართლის მასალებს და არ უნდა გააკეთოს არასწორი განცხადებები. არასწორია ის, რომ სისხლის სამართლის საქმეები სააკაშვილის მიმართ ფალსიფიცირებულია. სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვისი შეშვება შეიძლება და ვისი არა. ამის უფლება აქვს სასაზღვრო სამსახურს და თუ საჭიროდ ჩათვლიან, განმარტებას გააკეთებენ”, – ამბობს ის.
როგორც სოზარ სუბარის საუბრიდან ჩანს, სავარაუდოდ, გორდონს საქართველოს მთავრობასთან არმეგობრობა ედება “ბრალად”?
კომენტარები