სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან.
ასევე, გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. ჩვენი ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებებს და მხოლოდ მათ აქვთ წვდომა ორიგინალ ნაწილებზე. ასევე ისეთ სისტემურ პროგრამებზე, რომლის გარეშეც, საჭროების შემთხვევაში, ბევრი პროგრამული შეცდომის მოგვარება უბრალოდ შეუძლებელია. ავტორიზებულ სერვის ცენტრში მიმართვისას თქვენ სრულად ხართ დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.
გარდა ამისა, ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ექსკლუზიური ფასდაკლებებით, პრომო აქციებით და განსაკუთრებული შეთავაზებებით, როგორიცაა „Trade–In“ და „უსაზღვრო ეკრანის გარანტია“.
სამსუნგ ელექტრონიქსის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი და ასევე ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!
კომენტარები