უკრაინული მედიის ცნობით, 9 მაისის აღლუმის შემდეგ, პუტინი კრემლში შეხვდა უკრაინაში მოკლული რუსი სამხედროს, ვლადიმერ ჯოგას მამას. პუტინმა მისი შვილი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა და თქვა:
„თუ იარსებებდა ერთი შანსიც ამ პრობლემის (დონბასის), მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის, ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენებდით, მაგრამ ეს შანსი არ მოგვეცა, უბრალოდ არ მოგვეცა“
ის მოკლული სამხედროების მამებს არწმუნებდა, რომ “ყველა გეგმა სრულდება და შედეგიც მიღწეული იქნება”.
კომენტარები