პოზნერის პირველ კომენტარს რუსული გამოცემა აქვეყნებს:
„ახლა უსაფრთხოდ ვარ“ – აცხადებს პოზნერი, რომელიც დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში გაემგზავრა, სადაც იმ სასტუმროსთან, სადაც ის დაბინავდა, აქცია გამართეს. მომიტინგეები ამბობენ, რომ რადგან პოზნერი საქართველოს ტერიტორიულ მთლანობას არ აღიარებს, მისი ქვეყანაში ყოფნა მუღებელია – წერს გამოცემა. იქვე აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პოზნერი საქართველოდან 3 აპრილს აპირებდა გამგზავრებას. „ახლა უკვე აღარ ვიცი, როდის გამოვფრინდები, შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე“, – უთხრა რუს ჟურნალისტებს პოზნერმა.
კომენტარები