კარანტინის მეორე დღე ბოლნისსა და მარნეულში – კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო დახურულ მუნიციპალიტეტებში დილიდან სიმშვიდეა. მარნეულის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. ვინც საშიშ ზონაში შედის, იცის, რომ იქიდან ორი კვირის განმავლობაში ვერ გამოვა.
ადგილზე იმყოფებიან, სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი მედიკოსები, რომლებიც მუნიცოპალიტეტში შემსვლელებს სიცხეს უზომავენ და ინსტრუქციებს აძლევენ.
რაც შეეხება უშუალოდ ცხელ წერტილს – საკარანტინო ზონაში, მარნეულში გუშინდელთან შედარებით სიმშვიდეა, თუმცა წითელ ზონად გამოცხადების მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილს ინფორმაცია სრულად არ აქვს, რადგან დღეს დილიდან ბანკებთან რიგები შეინიშნებოდა, რაც საგანგებო მდგომარეობის დარღვევაა.
სოფლად მვცხოვრები ადამიანები ირწმუნებიან, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს. გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ იციან მხოლოდ ის, რომ “ქალაქში რაღაც ვირუსი გავრცელდა”.
“არ ვიცით რა ხდება, სოფლიდან ჩამოვედით, არავის უთქვამს რომ არ უნდა გამოვიდეთ… რატომ არ უნდა გავიდეთ გარეთ არ ვიცით”- აცხადებს ადგილობრვი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ სოფლებში სპეციალური ავტომობილები გადაადგილდებოდა, რომელიც სპეციალური ხმის გამაძლიერებლებით მოუწოდებდა მოსახლეობას დარჩენილიყვნენ სახლში, რადგან მარნეულში კარანტინია.
“ნიუპოსტი“
კომენტარები