ახმეტაში, ოლიმპიური ჩემპიონი და ვეტერანი ძიუდოისტი, ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
ახლობლების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სუფრის წევრებს შორის შელაპარაკება დაჭრით დასრულდა.
სპორტსმენი ახმეტის რეფერალურ საავადმყოფიშია გადაყვანილი და მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
კომენტარები