სამი დღეა მედია ინტენსიურად წერს გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის შესახებ. ვინ იყვნენ ახალგაზრდები, რომელთა გარდაცვალებამ საქართველო კიდევ ერთხელ შეძრა:
ცნობილი ხდება, რომ წარმოშობით ქუთაისელი ბაია ბერუაშვილი, სტუდენტობის დროს ჩამოვიდა თბილისში, დაამათავრა ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი.
რაც შეეხება გიორგი შალამბერიძეს, მის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
ამბები ჯი-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის მამა მამუკა შალამბერიძე წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომელი იყო.
როგორც გიორგი შალამბერიძეს, ასევე ბაია ბერუაშვილს მეგობრები კარგ, მშვიდ და სასიამოვნო ადამიანებად ახასიათებენ.
წყარო – ამბები და პრაიმტაიმი
კომენტარები