ბლოგერი, უჩა აბაშიძე:
“ყველაზე სკეპტიკური ადამიანებისთვის, რომლებიც “მიუკერძოებლები” არიან ამ ომში და “აინტერესებთ სიმართლე უბრალოდ”
რა ვიცით კახოვკის კაშხალის (და არა დამბის) ჩამონგრევის შესახებ:
1. კახოვკის კაშხალი ჩავარდა რუსების ხელში ომის მეორე დღესვე და მას მერე უკრაინალების ხელში არ ყოფილა
2. კახოვკის კაშხალის “ჰესის” ნაწილი იყო და არის დნეპრის მარცხენა სანაპიროსკენ (ანუ რუსების მხარეს)
3. რუსების-სავე “ტრაბახით” – კახოვკის კაშხალი ისეა აშენებული რო გარედან ვერანაირი აფეთქება ვერ დაანგრევს, ტაქტიკური ატომური ბომბიც კი, მარტო შიგნიდან აფეთქებით შეიძლება დანგრევა
4. ოქტომბერში, უკან დახევისას, რუსებმა ააფეთქეს კახოვკის კაშხალზე კომუნიკაციები (გზის საფარი, რამდენიმე ბურჯი და ა.შ.) – იმისთვის რო უკრაინელებს არც კი ეცადათ გადაკვეთა (ამის ვიდეო არსებობს, თერმული კამერით ვიდეოა რო კახოვკაზე დიდი აფეთქების – მაშინდელია)
5. მაშინვე, რუსები ბევრს ტრაბახობდნენ ამით, “ვაგონი ასაფეთქებელი” შეიტანეს კახოვკის ჰესში და “სუ დანაღმულია, არც ეცადოთ არაფერსო”
6. 6 ივნისს, ღამის ორ საათზე, კახოვკის კაშხალის ზედა ნაწილი ჩამოინგრა, დილის 5-6 საათამდე – რუსული საინფორმაციოები ზეიმობდნენ, ხერსონის წინ კუნძულებზე მყოფი უკრაინელი სამხედროები დავახრჩეთო… შუა დღის მერე ამოატრიალეს “პლასწინკა” – ჩვენ არ გვიქნიაო
კი, შესაძლო ვარიანტები იმისა რა მოხდა არის:
1. ბოლო კვირებში გადაივსო კაშხალი, რუსები არ უვლიდნენ და არ უშვებდნენ წყალს საჭირო რაოდენობით (იმიტო რო დაგუბება ზრდიდა მათ დაცულობას ზემოთ ზაპაროჟიესკენ) – ისედაც დაზიანებულმა კაშხალმა ვეღარ გაუძლო (მარა დავუშვათ გამართულიც ვერ გაუძლებდა) – და წყალმა გაანგრია
2. წინა დაზიანებების მერე, კაშხალი ნელ-ნელა ზიანდებოდა, ამდენი წვიმებისგან – რაღაცამ ვერ გაუძლო, მოწყდა და წამოვიდა
3. დანაღმული აფეთქდა შემთხვევით და დაუგეგმავად
4. რუსებს “რაღაც კონტრ შეტევა” მოელანდათ და ააფეთქეს კაშხალი განზრახ.
ბოლო ვერსიას ამყარებს ისიც რო – გუშინ, მთელი დილის მანძილზე რუსული არტილერიის მიერ იბომბებოდა უკრაინული ნაპირი. აშკარად რაღაც “მოძრაობა დაინახეს” (ან მოეჩვენათ) – ეს ნაწილი უდავოა.
მიღწეული სახმედრო შედეგები:
1. გაიზარდა დაშორიშორება ნაპირებს შორის (ზოგან 3-ჯერ გაიზარდა მდინარის კალაპოტის სიგანე)
2. დაიტბორა და დაჭაობდა რუსების ნაპირი, რაც დიდი ხნით შეუძლებელს გახდის დესანტირებას, ანუ მისცემს რუსებს საშუალებას წაიყვანონ მაქედან დაცვის დიდი ნაწილი სადმე სხვაგან (1-2 თვეში მოშრება)
3. არის მსხვერპლი უკრაინელ სამხედროებშიც (რამდენიმე კაცი), არის მსხვერპლი რუს სახმედროებშიც (რამდენიმე კაცი)
4. დაიკლებს წყლის დონე ზაპაროჟიეს მხარეს – რაც გაადვილებს უკრაინელებისთვის “ახლოს მისვლას” (მაგრამ ისევ, რამდენიმე თვეში, ჯერ ჭაობია და ლაფია სადაც წყალი იდგა, ესეც დიდად არა რა, ანუ დონე დიდად არ დაიკლებს, უფრო ქვედა ნაწილი მდინარის “დაჭაობდა და ჩატალახდა მოშნად” ვიდრე ზემოთ რამე “გაიხსნა”)
საბოლოოდ რაც უნდა გაიაზროთ ასეა:
ომის მეორე დღიდან რუსების ხელშია კახოვკის კაშხალიც და ჰესიც, გარედან აფეთქებით – ვერაფერს დაუშავებდი
წელიწადნახევარი რუსებს ჰქონდათ მასზე კონტროლი და კაშხალი ჩამოინგრა
ვისი ბრალია მისი ჩამონგრევა?
წერტილი
მითუმეტეს რო წყალი არ გაუვა იმ ფაქტს რო რუსებმა შარშან მინიმუმ 1-ხელ ააფეთქეს კაშხალის ზედა ნაწილი
და წყალი არ გაუვა რო დანაღმული გვაქო ტრიპაჩობდნენ
ხოდა რანაირად შეიძლება იყო ისეთი სირი რო რამენაირად აქ დაინახო უკრაინის წვლილი?
უკრაინას რო ჰქონოდა ეგ კაშხალი კონტროლის ქვეშ, რუსები-ვე ადასტურებენ, 100 წელი არ ჩამოინგრეოდა
რუსებს ჰქონდათ წელიწადნახევარი და გადაინგრა (ხელიც მიაშველეს მინიმუმ 1-ხელ, 6 თვის წინ.)
შეიძლება რო არ მოუარეს და წყალი არ გაუშვეს და აფეთქება არ მომხდარა ამ ჯერზე? – შეიძლება
შეიძლება რო არ მოუარეს, წყალი არ გაუშვეს, წინა აფეთქებისგან დასუსტებული იყო და ყველაფერი ერთმანეთს დაემატა? – დიდი ალბათობით
შეიძლება რო შემთხვევით აუფეთქდათ? – შეიძლება
შეიძლება რო მართლა იყო კონტრ შეტევის მცდელობა, ან მოელანდათ კონტრ შეტევა და ააფეთქეს? – შეიძლება
სრული იმბეცილია ვინც რამენაირად სადმე აქ უკრაინის ბრალეულობას ეძებს
ენგურ-ჰესი რო 1 წელია უკვე რუსების კონტროლ ქვეშ იყოს, მინიმუმ 1-ხელ აფეთქებული ჰქონდეთ რუსებს, არ უვლიდნენ წესიერად, ჩამოინგრეს და ვიღაც სირბანჯო ქართველები – ჩვენში ეძებდეს მიზეზს, ჩვენი ბრალი იქნებაო…
პ.ს. გავიმეორებ: კახოვკის კაშხალის აფეთქების ვიდეო არის ძ-ვ-ე-ლ-ი !!! – ნუ იყენებთ არგუმენტად, ეგრევე მარცხდებით, ეგ ვიდეო არის 6 თვის წინ, რუსებმა რო ააფეთქეს კაშხალზე ბურჯები და გზის ნაწილი. გუშინდელი აფეთქების ვიდეო არ არსებობს. შეიძლება არც ყოფილა. არაა ეგ მთავარი. 1-ხელ მინიმუმ დიდი აფეთქება მოაწყვეს რუსებმა, 6 თვის წინ და ომის მეორე დღიდან მათ ხელშია, დანაღმულიაო მარიაჟობდნენ, გუშინ ჩამონგრევის მერე, დილამდე ზეიმობდნენ დავხოცეთ უკრაინელებიო. ესაა ფაქტები.”

კომენტარები