„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ წევრი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:
ოცნების დაპირებები
ოცნების ხელისუფლება დაპირებებს რომ არ ასრულებს, კი ვიცოდი, მაგრამ გადაჭარბებით თუ არ შეასრულებდა, ოცნებისგანაც ძნელი წარმოსადგენი იყო.
ასე, მაგალითად:
– განცხადებებს შემოიტანენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები, მაშინვე, უმოკლეს ვადაში დავაკმაყოფილებთო.
და რა, არც არაფერი.
– რომ აცდენენ სხდომებს, ხელფასებს არ მივცემთო.
აქაც,- არც არაფერი.
უფრო ზუსტად კი, სულ პირიქით.
გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი,
თანაც უკლებლივ.
ერთი თეთრიც არ დაკლებია…
ახლა საფიქრელი გამიჩინეს,
რა ვუყო ამ “ეშმაკისეულ თანხას”, როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა უწოდა
ბიუჯეტში დავაბრუნო?..
არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ.
ქველმოქმედებაში?..
ან ვის გააწვდენ და თანაც დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო…
სამოქალაქო აქტივისტებს გადასცე და ერთ ყიჟინას ატეხს ეს ოცნება, უყურეთ, უყურეთ, რევოლუციას აფინანსებს ოპოზიციაო…
ერთი სიტყვით, აღარ ვიცი, რა წყალს მივეცე, რა ვუყო ამ თანხას?.
ჰოდა, თქვენ მოგმართავთ, მეგობრებო, მირჩიეთ,
გადავწყვიტოთ.”
კომენტარები