რეჟისორი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვკითხულობ რაღაცეებს და..
კი მიკვირდა, აქ გულზე მობრაგუნე ხალხი აქციებზე გარეთ რომ არ გამოდიოდა.
მთელი ორი თვე სახლში გამოკეტილს, უმუშევარს, თავის შენახვა რომ არ უჭირს, არ შია, არ წყურია და ამბობს, თუ ქვეყანას დაჭირდებაო (ქვეყანასო, ხო) კიდევ რამდენიმე თვეს გარეთ არ გავალო, აი, ასეთს, აკოპში ჩამჯდარს, რომელ აქციაზე გამოიყვანდი, მითხარით ერთი..
რა ზანაჩკები ჰქონია ცაფირუზხმელეთზურმუხტოვანს.
სხვისი არ ვიცი, და მე უკვე იმას ვფიქრობ, ნააღდგომებს რომელი ბანკი გავიტანო.
ვინმემ ნიღაბი მათხოვეთ, ან მე დაგიბრუნებთ, ან პატრული.
კომენტარები