ეკონომიტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვერაფერი გამიგია, -პოლიტიკაში თუ ხარ, პოლიტიკური კრიზისია, ათასჯერ სოლიდური არ იქნება, რომ მიუჯდეთ მაგიდას და, – გიყვართ თუ გძულთ ერთმანეთი, – შეთანხმების გზებზე იმსჯელოთ?!ასე ხომ ათჯერ უფრო მაღალი იქნება თქვენი ავტორიტეტი!
მაგრამ გკიდიათ ავტორიტეტი, ერთსაც და მეორე მხარესაც, -მთავარია, როგორ ასიამოვნებთ უფროსებს – ღიად და დაუფარავად, მლიქვნელურად და უბადრუკად!
რად გინდათ შუამავალი თქვე საოცადავად სანახავო ხალხო! პოლიტიკაზე დებთ თავს და მარიონეტის სტატუსისთვის ვერ დაგიღწევიათ თავი.რად უნდა მლიქვნელობა და ყურმოჭრილი მონობა!პოლიტიკოსმა აშშ-თან, რუსეთთან, ევროკავშირთან, და ა.შ. როგორი პოლიტიკა ააგო საკუთარი სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერსებიდან გამომდინარე, თუ არ იცით,, მაშინ რანაირი პოლიტიკოსები თქვენ ხართ?!გეოპოლიტიკური დაპირისპირების უკიდურესი გამწვავების ფონზე ისევ ”დურაკობანა” უნდა ითამაშოთ?!მოეშვით შუამავლებს! დაჯექით და შეთანხმდით! ესაა პოლიტიკა და არა ლაქუცი და მლიქვნელობა!.. არ დაგეკარგოთ ”უფროსები” არსად!“
კომენტარები