ჟურნალისტი, თბილისის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გია გაბრიჭიძე:
“- სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში ქართული ოცნება აპირებს თუ არა არაპროპორციული ძალის გამოყენებას? – ტვ პირველი.
დავიწყებ იმით, რომ ეს შეკითხვა არის დასმული არა პასუხისთვის, არამედ მაყურებლის “აგდებისთვის”.
გათვლილია იმაზე, რომ ვიღაც უტვინო იფიქრებს – ვაი, ოცნება თავს დაესხმება აეროპორტს, გვირაბს, გემს, ბორანს თუ იმ ტივს, რომლითაც სააკაშვილი შემოვა, დასცხებს ჯაველინებს, გადასხამს დესანტს და მოკლედ რომ ვთქვა, იმ ტივს, ან გვირაბის გამოსასვლელს დაადუღებს.
ჯერ ერთი “ოცნება” როგორ გამოიყენებს არაპროპორციულ ძალას? კოორდინატორებს შეაიარაღებს, თუ საარჩევნო შტაბებში დასაქმებულ ხალხს?
არ მითხრათ ახლა ძალოვნებს დაავალებსო.
რად უნდა სააკაშვილის დაჭერას რუზრუზი და რია რია?
ტრაპთან (თვითმფრინავის, გემის) დახვდება სამი პოლიციელი. ერთი უფლებებს წაუკითხავს, მეორე ბორკილებს დაადებს და მესამე ხელმკლავს გამოსდებს.
ეგაა და ეგ.
არადა ვისაც უნდა დავენაძლევები, რომ თავად გვარაზმატიკებს სურთ ყაყანი და “გამიშვი, დამაკავე”, მაგრამ იმაზეც დაგენაძლევებით, რომ სააკაშვილი აქ ჩამომსვლელი ნამდვილად არ არის”
კომენტარები