მარკეტოლოგი, იაკობ ჯანგავაძე:
რადგან არჩევნები მორჩა და ვალდებულება აღარ მაქვს, ეს უნდა მოვყვე,
ოპოზიციის დაბალი შედეგის მიზეზი ტოტალური გაყალბების გარდა ისაა, რომ
ჯერ ერთი, ნაცების დაშლა და ცალ-ცალკე გასვლა იყო მათივე ამომრჩევლის მობილიზაციისთვის უდიდესი სისულელე.
გვარამიას ეგოს გადაყვა ის, რომ პირველ და მეორე ადგილს შორის სხვაობა თითქმის 40%-ია. ნაცები უნდა გასულიყვნენ ერთად.
10% დაიკარგა აქ. ანუ მათივე ამომრჩეველი დაბნიეს და იმათმაც გადააგდეს.გვარამიამ მოკლა კონკურენცია ოპოზიციაში – ჩაკეტა მედია და როცა გაუხარდებოდა, ისე იწვევდა სხვა ოპოზიციონერებს ეთერში.
მთავარზე მისულ გახარიას სრული ეთერი “20 ივნისზე” ელაპარაკა ჟურნალისტი, იმის ნაცვლად მომავალზე ეკითხა რამე და ამით ოპოზიციური პარტიის დაზიანებაზე არ ემუშავა არჩევნებამდე 4 დღით ადრე (ესეც გვარამიას ამბავი იყო).
+ უზარმაზარი ფინანსები, რაც “აჰალს” გაუჩნდა.
საბოლოოდ ისე გამოჩნდა, რომ
მე-2 და მე-3 ადგილზეც ნაცები იყვნენ ყველა კვლევაში. ანუ დამატებითი მოტივაცია მისცეს ოცნების ამომრჩეველს მობილიზაციისთვის (ომის შიშზე მეტად, ისევ “ნაცები ბრუნდებიან” მუშაობს, მერწმუნეთ).
კვლევებში მეოთხეზე გაყავდათ ხაზარაძე, რომელმაც იყიდა “ტვ პირველი” და მანაც მოკლა კონკურენცია.
ალოგიკური “შუა” პარტია შექმნა, ხან ნაცებთან იყო, ხან არა და საბოლოოდ მაინც ნაცების ხმებს დააჯდა. ანუ შუა ველი უბრალოდ დააბნია და გაყო.
მერე ჩაშალა გახარიასთან მოლაპარაკებები და ბიძინას მისცა საშუალება ამ ორი პარტიის რეიტინგი ორნიშნაზე ქვემოთ დაეწია, რითიც გაზარდა პოლარიზაცია.
და ამ ფონზე ნაცებმა სრულად გაასხეს.
ამაზე უარესი ისაა, რომ მედიის და ფინანსების კონცენტრაცია ამ პარტიებთან : “აჰალთან”, ლელოსთან და ნაცებთან იყო (გახარიას 30-ჯერ ნაკლები ფინანსები ჰქონდა ვიდრე “აჰალს” და 25-ჯერ ნაკლები ვიდრე ლელოს, ერთი ბანერი არ გაუკრავთ და ტელევიზიაში რეკლამაც ვერ გაუშვეს).
ანუ არ გაგვიმართლა – კონკურენცია მოკლა იმ ხალხმა, რომელსაც პირადი მედიაც ჰქონდათ და კოლოსალური ოდენობის ფულიც.
მე გამოსავალი მაინც ბოლომდე ბრძოლა მგონია, ოღონდ შინაურ მავნებლებსაც უნდა მოვუკლათ ეგოები და საკუთარ თავებში გადამალული “მინდა ვიყო ბიძინობა”.
არ იქნება ეს მარტივი მაგრამ ამის შემდეგ ეშლება პოლიტიკას და შესაბამისად ქვეყანას.
კომენტარები