“როიტერსი” ავრცელებსინფორმაციას , რომ პოლონეთი, რომელიც უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია, გეგმავს, დაარიგოს იოდის ტაბლეტები რეგიონულ სახანძრო დეპარტამენტებში, რათა რადიოაქტიური გაჟონვის შემთხვევაში მოსახლეობას მისცენ.
იოდი, რადიოაქტიური დაბინძურების შემთხვევაში, ორგანიზმს თიროიდის კიბოსგან იცავს.
ზაპოროჟიეს დაბომბვისას დაზიანდა ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური, დაწყდა ელექტროსადენებიც, რაც ბირთვული კატასტროფის რისკს ზრდის და საფრთხეს მეზობელ ქვეყნებსაც უქმნის.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის არაერთხელ ხსენების გამო, მოსახლეობამ სახლებში იოდის მომარაგება დაიწყო.
კომენტარები