პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი:
„კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. ჩემთვის გასაგებია აბსოლუტურად ის მოტივაცია რომელიც გააჩნია ოპოზიციას. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამწუხაროდ ოპოზიციას, და მე ვგულისხმობრა თქმა უნდა რადიკალურ ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა მმართველმა, რაიმე ხელშესახები გააკეთა, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლება. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, რომ ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე ჩემი პირველი პრემიერმინისტრობის დროს ქართული ოცნების პირობებში რა თქმა უნდა, დავასრულეთ უვიზო რეჟიმზე მუშაობა და მივიღეთ უვიზორეჟიმი. შარშან უკვე მოგვენიჭა ევროპულიპერსპექტივა. წელს უკვე, როგორც დღესვნახეთ ისტორიული გადაწყვეტილება, სტატუსს მიიღებს ჩვენი ქვეყანა.
შესაბამისად, რა თქმა უნდა ანგარიშშიროგორც წერია – მე მინდა გითხრათ, რომანგარიშში წერია ერთმნიშვნელოვნად დამკაფიოდ, რომ ეს რეკომენდაცია ეფუძნებამიღწეულ შედეგს. შედეგი ბუნებრივია დადოხელისუფლებამ, მთავრობამ ანუ იმხელისუფლებამ, რომელიც არის არჩეულიქართველი ხალხის ამომრჩევლის მიერ.
ასე რომ, ეს ყველა სპეკულაცია რომ ესყველაფერი ხალხის ნების გამოხატულებისგამო მიღებული გადაწყვეტილებაა, რა თქმაუნდა არის ძალიან გადაჭარბებული დამცდარი.
ჩვენს მიერ მიღწეული ის შედეგი და ამშედეგის აღიარება და დაფასება, რომელზეცმე ახლა გესაუბრეთ და მე შევაჯამე ძალიანმოკლედ“, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები