უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წევრებს, ევროპული საქართველოდან და ნაციონალური მოძრაობიდან, მოუწოდებს:
“ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსესუსით, თუმცა ყველანი ვხედავთ, რომ ამის გარეშეც ცვლილებებს მათ გარდაც აქვთ მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ იგივე რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერით გავა, მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთი საათის განმავლობაში ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია მოიფიქროს და შეუერთდეს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და წინ გადადმული ნაბიჯი”
დღეს, 23 ივნისს პარლამენტმა მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს უყრის კენჭს. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.
კომენტარები