მომღერალი ზურა ხაჩიძე გადაცემაში “პროფილი” თავის ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს:
“ძალიან მძიმედ მახსოვს 13 წლის ასაკში როგორ გადამიყვანა მეგობარმა, ტყუილით მიმიყვანა… პირდაპირ ჩემს თვალწინ დადგა, ეს დედაშენიაო.
რაღაც იყო ჩემს სამყაროში, რომ მაიძულებდა ეს ქალი არ მენახა, იმიტომ რომ მიმატოვა.
ბებიასთვის ბევრჯერ დამისვამს კითხვა, დედას წავუყვანივარ? როცა დედა და მამა დაშორდნენ-მეთქი. ბებია მეუბნებოდა, რომ ბევრჯერ მივეცი ამის შესაძლებლობა, მაგრამ დედა პატარა იყო, დედა ვერ მივლიდა, ხან სიცხიანი გადმოვყავდი ბებიას. ბებიაჩემი ექიმი იყო. იმდენი სიკეთე აქვს მას გაკეთებული და იმდენი ბავშვია მის ხელში დაბადებული …ბებია ძალიან უზრუნველყოფდა ჩემ ცხორებას…ბევრჯერ ბებიამ მისცა საშუალება დედაჩემს, რომ მასთან დავრჩენილიყავი, მაგრამ დაურეკავს მეზობელს, რომ ბავშვი ტირის, დედამისი სახლში არ არის, დედაჩემსაც აერია ალბათ ცხოვრება…” – ამბობს ზურა ხაჩიძე.
კომენტარები