სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
„რაიმე ხომ არ მეშლება, მაიდანი ის არ არის, უკრაინელმა ხალხმა პრორუსი და უკრაინის ინტერესების გამყიდველი იანუკოვიჩი რომ გააგდო? მაიდანი არ იყო დემოკრატიის ბრძოლა რუსულ, ბნელ მართვის სტილთან? მაიდანი კორუფციით და ელიტის გაუმაძღრობი შეწუხებულმა უკრაინელებმა არ მოაწყვეს? რუსეთის პროპაგანდისთვის მაიდანი უარყოფითი მოვლენაა, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები რატომ ხმარობენ ამ ტერმინს უარყოფით კონტექსტში? პრორუსული და კორუმპირებულ ხელისუფლების კინწისკვრით გაგდებაში რა არის ან მიუღებელი ან შემაშფოთებელი? პ.ს. რაც რუსულიდან და რუსეთიდან მოდის არის ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს დაუნდობელი მტერი. დღეს რუსეთი და ბოროტება ერთმანეთს უდრის, განსაკუთრებით საქართველოსთვის.“
კომენტარები