თბილისის მერია უკვე არაერთი დღეა, აცხადებს, რომ წერეთლის გამზირზე ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, იზღუდება საავტომობილო მოძრაობა თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ორმხრივად.
მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს დისკომფორტისათვის.
სოციალურ ქსელში, თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე, მოქალაქეების კომენტარები:
არაფრის რაის ბოდიში არ გრცხვენიათ? რაზეა საუბარი
ორმხრივი რაღაა, ყველა მხრივ იყოს კაცო
რა მოგწერეთ ასეთი რატო დამბლოკეთ მესინჯერში ?
კომპენსაციას გადაგახდევინებთ ჩემი დისკომფორტისთვის 5 საათია თევდორე-ღვდელზე ვდგევარ საცობში, რომელიმე ჩამსვლელი გზა მაინც გაგეხსნათ, საპატრულოს ეკიპაჟები მაინც გამოიყვანეთ აკონტროლონ მოძრაობა საშინელება რომ ხდება, ან ეს ახალი დაგებული ახალი კომპანიის ასფალტი ისევ რატომ გადათხარეთ? ამოვიდა ყელში ეს ბოდიშები უკვე, უგაზობა, უშუქობა და ჯოჯოხეთი
დარღვევების გამო ხელშეკრულება რომ შეუწყვიტეთ წერეთელზე მომუშავე კომპანიას და მეორე დღესვე ახალი ხელშეკრულება გაუფორმეთ ამაზე რას ფიქრობთ კორუფციის ნიშნები ხომ არ იკვეთება სადმე
გზებს რომ კეტავთ სადაც ღიაა და გადათხრილი ერთი კაცი დააყენეთ, რომ ხელით დაარეგულიროს მოძრაობა, ნახევარი წერეთელი ვიდექით ასახვევში და სანამ ეგ ჩვენ თვითონ არ ვქენით ვერ ავდიოდით მაქედან
25 მდე დისკომფორტი არ ქონია მოსახლეობას? ტალახში ამოგვანგლულები რომ დადიან ამდენი ხანი! რამე მაინც დადეთ რომ ცოტა ადამიანად იგრძნოს თავი და ტალახიანებმა არ ვიაროთ!!!!! ელემენტარულია
არა, რა ბოდიშიი, ოღონდ მალე მორჩიით და დაგვასვენეთ
რაც კეთდება დასაფასებელია მაგრამ შემირცხვენია ასეთი გაკეთებაც.. სანამ ყინვები არ დაიწყო მანამდე საღათას ძილით დაძინებულ რეჟიმში მუშაობდნენ და გაფლანგეს ძვირფასი დრო! ნეტა როდის დასრულდება ამ უბნის მოსახლეობის ტანჯვა?!
წერეთლიდან ყველა ამოსასვლელი ქუჩა გადაკეტილი გაქვთ და თურმე ერისთავზე ბოდიშს იხდიან, ამისთანა ფარისევლობა
ბ-ნო კახი რატომ უნდა დამთავრდეს ზუსტად იანვრის ბოლოს? სამუᲨაოების Შესრულების დროს ბევრი გაუთვალისწინებელი რამ იᲩენს თავს ამიტომ არ უნდა დაწყებულიყო სასწრაფოდ დამთავრების სამუᲨაოები რადგან მე ვცხოვრობ წერეᲗელზე და მირᲩევნია იყოს ცოტა გვიამ და ხარისხიანად მადლობას გიხდით ასეთი ფუნდამენტური რეაბილიტაციისთვის
ცნობისთვის, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე დარჩა 6 დღე. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერმა ბრძანა, აუცილებლად მოვრჩებით იანვრის ბოლოს რეაბილიტაციას და თუ ასე არ მოხდა, მე თავად გავალ ქუჩაში და ვიმუშავებო, ამ დროისათვის კი, ის ნამდვილად არ მუშაობს წერეთელზე ფიზიკურად, გამოდის, ეტევიან ვადაში, თორემ, ხომ გამოვიდოდა და იმუშავებდა?
კომენტარები