“არა, თქვენ ამას არ იზამთ, რადგან ხელისუფლებაც ოპოზიციაც გაკოტრებულები ხართ, ხალხს თქვენი ნდობა არა თუ არ აქვს, ერთი სული აქვს, როდის მოგიცილებენ ქართული პოლიტიკიდან”
ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე, როგორც იქნა, შეთანხმდნენ. პროპორციული არჩევნებით პარლამენტში 120 დეპუტატი მოხვდება, 30 ოლქში კი მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება. შეთანხმების შედეგად, იქნება ე.წ. ჩამკეტი ბარიერი–არჩევნებში ვინც 40%–ზე ნაკლებს მიიღებს, ის პოლიტიკური ძალა ვერ შესძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, ანუ წესდება 40%–იანი ზღვარი. შესაბამისად, ჩვენ გვეყოლება არჩევნებზე მისული ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 40%–ის მიერ არჩეული პარლამენტი და ამ პარლამენტის დაკომპლექტებული მთავრობა. ამ 40%–იან ზღვარზე, ოპოზიცია თანხმობას აცხადებს.
ხელისუფლებას და ოპოზიციას რომ ჰკითხო, ქვეყანაში დემოკრატიის აშენებისთვის იბრძვიან. დღევანდელმა მთავარმა ოპოზიციონერებმა, „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, დემოკარატიის ნიშანი არ დატოვეს ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილი კლასიკური ავტოკრატი იყო. თუმცა, სააკაშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი მაინც იყო, გაყალბებით, ტერორით, რეპრესიებით არჩეული, მაგრამ პრეზიდენტი სამსახურში მაინც დადიოდა და კატასტროფულად, დანაშაულებრივად, მაგრამ იმ პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. დღეს, ფორმალური მმართველობაც მოისპო ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი სახლში ზის და ისე მართავს ქვეყანას. მინისტრთა კაბინეტის სხდომებს სოლოლაკში მართავს, პარლამენტის უმრავლესობის წევრებს შეკვეთილში იბარებს და იქ აძლევს დავალებებს. ქვეყანა კი არა, ერთი დიდი ცირკია და ამ ცირკის არენაზე თავის პოლიტიკოსებად წოდებულ ყმებს რასაც ეტყვის, იმას აკეთებინებს. ახლა ადგა და ეს 40%–იანი საარჩევნო სისტემა შეუკვეთა და ჰგონია, რომ ძალიან დემოკრატიული იქნება, თუკი ამ სისტემით ჩატარდება არჩევნები. არადა, ამ სისტემით თუ ჩატარდა არჩევნები, ეს ანტიდემოკრატიული იქნება. აქამდე, საპარლამენტო არჩევნებში ვინც ხმების უმრავლესობას მოიპოვებდა, თუნდაც 20%–ს, ის ხდებოდა გამარჯვებული, ბარიერი არ იყო დაწესებული. ეს ხომ დიდი სისულელე იყო, ახლა ახალ სისულელეს, 40%–ს აწესებენ ბარიერად და გვიმტკიცებენ, რომ ეს დემოკრატიულია, 40%–ით არჩეული პარლამენტი მყარად ლეგიტიმური იქნება.
მტკნარი სიცრუეა, ასეთ შემთხვევაში, დემოკრატიის მთავარი პრინციპი, ფუნდამენტი თავშივეა ჩაკლული. რა არის დემოკრატიის ეს მთავარი პრინციპი? ხალხის უმრავლესობა არჩევნებზე ირჩევს საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც მერე აკომპლექტებს მთავრობას და ეს საკანონმდებლო ორგანო–პარლამენტი და მთავრობა ერთად მართავენ ქვეყანას. ხალხის უმრავლესობა რაღას ნიშნავს? ამომრჩევლის ნახევარზე მეტს, მინიმუმ, ამომრჩევლის 50%+1 ხმას. აი, ეს არის უმრავლესობა. ხმების 50%–ზე მეტი თუ არ მიიღო პოლიტიკურმა ძალამ, ის უკვე არ არის ხალხის უმრავლესობის, არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ნახევარზე მეტის არჩეული. შესაბამისად, ასეთი პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური და ვერც მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა. ერთი რამ ვერ გავიგე. საქართველოში პრეზიდენტის არჩევას სჭირდება 50%+1 ხმა, ანუ უმრავლესობა. ანალოგიური სისტემით, პრინციპით ტარდება პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა მაჟორიტარული არჩევნები, 10 თვითმმართველი ქალაქის მერების არჩევნები ანუ, დემოკრატული პრინციპით და რაღა პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს ანტიდემოკრატიულად და რატომ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ის ძალა, რომელსაც ხალხის ნახევარიც არ ენდობა? რომელსაც უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს, ანუ დემოკრატიული წესით არ არის არჩეული? უკაცრავად და, ამ ტრაკის თამაშს თავი დაანებონ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც და ნუ დასცინიან ხალხს, ნუ ამახინჯებენ დემოკრატიის მთავარ პრინციპს და ნუ გვიმტკიცებენ, რომ 40=51. 40%–ით არჩეული პოლიტიკური ძალა არალეგიტიმურია. არა, რა ნამუსით მეუბნები, რომ თუ 40%–ით აგირჩევენ, ლეგიტიმური ხელისუფლება იქნები, როდესაც ამომრჩევლის 60%, ანუ უმრავლესობა უარს გეტყვის, ხმას არ მოგცემს არჩევნებზე და შესაბამისად, არ მოგცემს მანდატს, კანონიერ უფლებას, რომ ქვეყანა მართო? და რატომ ფიქრობენ ჩვენი პოლიტიკოსებად წოდებული მაფიოზები, რომ ხალხმა პროცენტის გამოყვანა არ აცის? არა, ხალხმა კარგად იცის არითმეტიკა, მაგრამ თვალში ნაცარს აყრიან, უნამუსოდ, თავხედურად უმტკიცებენ ეს პიდარასტები, რომ 40%–ით არჩეული პარლამენტი ლეგიტიმური იქნება და „ქართული ოცნება“ იქით გვამადლის, რა ვქნათ, ხომ ხედავთ რამხელა დათმობაზე მივდივართ, მეტი აღარ შეგვიძლიაო. იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც უნდა შემოგვტენონ, ლამის სუპერდემოკრატიულად გვისახავენ ბიძინა ივანიშვილის „შნირები“ და ეს, უთავმოყვარეო ოპოზიციაც ყაბულს არის ამაზე. უკაცრავად და აბა, ხელი მოისვით?! არ უნდა დაანებოთ უნისონში ამ ხალხის მოტყუებას და გაბრიყვებას თავი? თუ მართლა დემოკრატიული არჩევნები გინდათ ჩაატაროთ, მაშინ ბარიერად დააწესეთ 50%+1 ხმა, ისე, როგორც დემოკრატულ ქვეყნებშია. ასეთ შემთხვევაში, ხალხის უმრავლესობით არჩეულ პარლამენტს ექნება ხალხის ნდობა, ლეგიტიმაცია და თუ მიიღეთ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ნახევარზე მეტის ხმები, მაშინ ადექით და მართეთ ქვეყანა. რა ვიცი, რომ გკითხოთ, ევროპისკენ მიდიხართ და ისეთი საარჩევნო სისტემით აპირებთ არჩევნების ჩატარებას, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში რომ არ ტარდება.
არა, თქვენ ამას არ იზამთ, რადგან ხელისუფლებაც ოპოზიციაც გაკოტრებულები ხართ, ხალხს თქვენი ნდობა არა თუ არ აქვს, ერთი სული აქვს, როდის მოგიცილებენ ქართული პოლიტიკიდან, როდის მოშორდება ქვეყანას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალა მოვიდეს და განვითარების შანსი გაგვიჩნდეს. იმიტომ ვერ ბედავთ დემოკრატიული პრინციპით არჩევნების ჩატარებას. თუმცა, ვერც „ქართლი ოცნება“, ვერც ოპოზიციური კოალიცია ვერ აიღებთ იმ 40%–საც კი და ეს ნაღდია, არჩევნები ამას დაადასტურებს. ცხადია, თუ გაყალბებასა და სხვა მამაძაღლობას არ ექნება ადგილი.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №9
კომენტარები