“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
” ბილ გეითსმა რამდენიმე ათეული მილიონი გადარიცხა კორონა ვირუსთან ბრძოლისთვის, კრიშტიანო რონალდომ ყველა თავისი სასტუმრო ჰოსპიტალად გადააკეთა, მერსედესი, მაიკრისოფტი, შელი, ბრიტიშ პეტროლიუმი სპეციალურ ფონდებს ქმნიან, მთელს მსოფლიოში ყველა მილიონერი თუ მილიარდელი უამრავ ფულს რიცხავს ვირუსის საწინააღმდეგო ფონდებში !!! ამ ფონზე-რამ გაგაღორათ ქართველო მილიონერებო ??? ვის რად უნდა შენი ბანძი “ლელო” ხაზარაძე ??? სადაა რაინდი ვასაძე, სადაა ჯოხთაბერიძე, ოქუაშვილი, სადაა ნაცების ბეჟუაშვილები და კობა ნაყოფიები, და სხვები და სხვები ??? სად არიან ეს ჩვენი ძარცვით გამდიდრებული მილიონერები ??? ერთი თეთრიც არ ჩაურიცხავთ ვირუსის წინააღმდეგ, ერთი პური არ უყიდიათ არავისთვის, ერთი წამალი არ მიუწოდებიათ მოხუცებისთვის, ერთი კილო კარტოფილი არ უყიდიათ მშიერი ბავშვებისთვის !!! რა მარტო ქართუმ უნდა აკეთოს ქველმოქმედება ??? – ამიტომ დროზე მოხსენით პირი მუთაქებს და ჩვენთვის მოპარული ფული გადარიცხეთ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ფონდებში, თორემ ოხრად დაგრჩებათ ეგ მუთაქებიცა და ფულიც !!! –
P.S. 2-3 მილიონი გიჯდებათ თქვენი გაქსუებული ახლობლების დასვენებები ზაფხულში, 100 000 -იანი მანქანებით დადიხართ, ხოდა მოვიდა დრო რომ უკან გამოგიღოთ ჩვენთვის წართმეული ქონება !!! ეს ბოლო გაფრთხილებაა, ამიტომ დროზე მე თქვენი ვაჭარი …. ….. დროზე გადარიცხეთ ფული, თორემ მოგადგათ ქართველი ერი და მერე საკუთარ ცხენს გაასწრებთ !!!
კომენტარები