წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა მამუკა ხაზარაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
√-წალენჯიხის ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT აკადემია-უმაღლეს კვალიფიკაციის განახლება. სამომავლოებთათვის-უფასოდ;
√-წალენჯიხის ბიბლიოთეკის რე ინვენტარიზაცია;
√-წალენჯიხის სამხატვრო გალერეა;
√-წალენჯიხის სოფლის მეურნეობის განვითარებას სტრატეგია;
√-წალენჯიხის ტურიზმის განვითარებას სტრატეგია;
√-წალენჯიხის განათლების და კულტურის ჰაბი-ოთარ ეგაძეს თეატრი და მანანა დოიჯაშვილის მუსიკალური სკოლა;
√-კურორტ სქურის განვითარების კონცეფცია;
√√√√-იუვენტუსი!!!
√-წიგნის ფესტივალი;
√-სამხატვრო კვირეული;
√-ინვესტიციები განათლებაში, ხელოვნებაში, სპორტში;
ეს ყველაფერი ქმედებაშია. ეს ყველაფერი მიმდინარეა და ხელშესახები.
იდეებით ბევრად, ბევრად მეტია…მეტია გააზრებაში.
ეს ყველაფერი “წალენჯიხის განვითარების ჯგუფია”, მამუკა ხაზარაძეა თავისი არაჩვეულებრივი გუნდით.
ლოგიკურია შეკითხვა-რა ქარმა გადმოაგდო, რამ უბიძგა ამ იმერელ კაცს სამეგრელოსკენ, წალენჯიხისკენ?
წალენჯიხელების არჩევანმა-დემოკრატიულმა და პრინციპულმა უბიძგა!
პრინციპების თანხვედრამ, სიტყვამ და ქართულ პოლიტიკაში სიტყვის ერთგულების დაბრუნების და დამკვიდრების აზარტმა უბიძგა!
აფხაზეთის სიახლოვემ,
დიალოგის აღდგენამ,
კოალიციური მომავლის გარდაუვლობის მოდელმა,
ფორმულის -წარმატება ერთობაძია-ძიებამ უბიძგა.
ამ ნაბიჯებმა წალენჯიხის მოქალაქეებს თვალნათლივ დაანახა, რომ, მეგობრებთან ერთად, ბრძოლაში მარტო არ არიან, რომ, “შენ უფრო დიდი რამისთვის ხარ შექმნილი, ვიდრე, მსახურებაა საკუთარი თავის მიმართ” (ავრელიუსი).
მადლობა.
კომენტარები